ბათუმში ქართველი და უკრაინელი მოსწავლეების მონაწილეობით სპორტული ფესტივალი გაიხსნა

ბათუმში ქართველი და უკრაინელი მოსწავლეების მონაწილეობით სპორტული ფესტივალი გაიხსნა

access_time2022-06-11 16:00:14

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად, ბათუმის მუხრან ვახტანგაძის სახელობის სასპორტო სკოლაში სპორტული ფესტივალი გახსნა. შეჯიბრში მონაწილეობა უკრაინელმა და ქართველმა მოსწავლეებმა მიიღეს.

განათლების სამინსიტროს ინფორმაციით, ფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარეს სასკოლო სპორტული ფესტივალის ორგანიზებისთვის და ღონისძიების მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

„მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმები აჭარის მთავრობის მეთაურს, ბატონ თორნიკე რიჟვაძეს, კოლეგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს.

პირველ რიგში, მთელი გულით გისურვებთ მშვიდობას უკრაინაში. როგორც ყველამ იცით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვანი სექტორები გაიხსნა, სადაც უკრაინელ მოსწავლეებს მშობლიურ ენაზე აქვთ განათლების მიღების შესაძლებლობა.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენს სკოლებში უკრაინელი მოსწავლეები გამარტივებული წესით ირიცხებიან. დღეს უკვე საქართველოს სკოლებში 1000-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე სწავლობს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ისევე როგორც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ უკრაინელმა მოსწავლეებმა მიიღონ ხარისხიან განათლება.


ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენი ულამაზესი ბათუმი მასპინძლობს ასეთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას – სპორტულ ფესტივალს. დიდი მადლობა აჭარის მთავრობას და პირადად მის მეთაურს, ბატონ თორნიკე რიჟვაძეს მასპინძლობისთვის და ამ შესანიშნავი ღონისძიების ორგანიზებისთვის. ეს ძალიან სახალისო ღონისძიებაა და დღევანდელი დღე ხელს შეუწყობს უკრაინელი და ქართველი მოსწავლეების დამეგობრებას. ყველას წარმატებებს გისურვებთ!“- განაცხადა ჩხენკელმა.

სპორტული ფესტივალის მონაწილეები ერთმანეთს ფრენბურთში, ხელბურთსა და მხიარულ სტარტებში შეეჯიბრნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა ბათუმის მე-3, მე-7, მე-20 საჯარო სკოლებისა და კერძო სკოლა „21-ე საუკუნის“ ქართველმა და უკრაინელმა მოსწავლეებმა მიიღეს.

სპორტულ ფესტივალს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, ქალაქ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, ადგილობრივი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მუხრან ვახტანგაძე და სხვა მოწვეული სტუმრები, მათ შორის, უცხოეთში სტაჟირების პროგრამა „ევროოდისეის“ მონაწილე ბელგიელი და იტალიელი ახალგაზრდები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვანი სექტორები დაფუძნდა, სადაც პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით უკრაინულ ენაზე მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. უკრაინელ მოსწავლეებს ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა იმავე კურიკულუმითა და სასკოლო სახელმძღვანელოებით აქვთ, რომლითაც ისინი უკრაინის სკოლებში სწავლობდნენ. გარდა ამისა, ისინი სწავლობენ ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩვენი საქართველო“.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინელი მოსწავლეები საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლაში 1000-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე იღებს განათლებას. აქედან, 400-ზე მეტი მოსწავლე უკრაინულენოვან სექტორებზე აგრძელებს სწავლას.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up