ბათუმში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ისრაელის ავიაკომპანია Israir-ის საჰაერო ხომალდი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. როგორც ირკვევა ბათუმში ძლიერი, გვერდითა ქარია, რაც ფრენების შეფერხების ერთ-ერთი წინაპირობაა.
რაც შეეხება ისრაელის ავიაკომპანია Arkia-მ ბათუმში დაჯდომა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ დასავლეთ საქართველოშია გუშინდელის მსგავსად, ამ დროისათვის რთული მეტეოროლოგიური ვითარებაა.