ბათუმში საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა

ბათუმში საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა

access_time2022-05-04 17:20:00

ბათუმში საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.


საინვესტიციო ფორუმს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის თავმჯდომარე მილოშ ვისტრჩილი დაესწრო.


ფორუმი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გახსნა - ,,მადლობა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს ბატონ მილოშ ვისტრჩილს და დელეგაციის წევრებს წარმატებული ვიზიტისა და თანამშრომლობისთვის. დღევანდელი დღე საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის დასტურია. მინდა გამოვხატო ჩვენი მადლიერება ჩეხეთის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე მათი ურყევი მხარდაჭერისთვის. საქართველომ, სულ რამდენიმე დღის წინ უკვე ოფიციალურად მიმართა ევროკავშირს წევრობის სტატუსთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ჩეხეთი, იქნება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მხარდამჭერი ამ ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ პროცესში. ეს არის როგორც ჩვენი ხელისუფლების, მთავრობის, ასევე ჩვენი ხალხის და ჩვენი წინაპრების ისტორიული არჩევანი. საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი ბათუმში უკვე მეორედ იმართება, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს. ბათუმს საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა როგორც ვიზიტორების მასპინძლობის, ასევე საერთაშორისო პროექტების განხორციელების კუთხით და დღევანდელი მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ვიზიტი ხელს შეუწყობს როგორც პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე ახალი ეკონომიკური ინიციატივების შემუშავებას“.


ბიზნეს ფორუმზე რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე სპეციალური პრეზენტაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ გამართა. მინისტრმა, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.



ფორუმის მონაწილეები აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე ინფორმაციას გაეცნენ.


ბიზნეს ფორუმს ოფიციალურ პირებთან ერთად, საქართველოსა და ჩეხეთში ლოჯისტიკის, მშენებლობის, ენერგეტიკის, ტურიზმის, სამედიცინო სფეროში მოღვაწე კომპანიები, სულ 200-ზე მეტი სტუმარი დაესწრო.


ფორუმს აჭარის მთავრობის წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ჩეხეთის რესპუბლიკის და აჭარის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში მარიამ ქვრივიშვილი, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა, ჩეხეთის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი რადეკ იაკუბსკი, ჩეხეთის მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე პეტრ ტრჟეშნიაკი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up