მერის საქმიანობა შესაძლოა უკონტროლო გახდეს - რა ელის ბათუმს?

მერის საქმიანობა შესაძლოა უკონტროლო გახდეს - რა ელის ბათუმს?

access_time2022-06-30 10:00:36

ბათუმში სამშენებლო პროექტების, განაშენიანების ინტენსივობა შესაძლოა ისევ გაიზარდოს და ამ გადაწყვეტილებას მერი ფაქტობრივად ერთპიროვნულად მიიღებს. რატომ გადაწყდა ასე?  ვერსია ბევრი არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ მთავრობამ და პარლამენტმა ეს შესაძლებლობა სპეციალურად ბათუმისთვის, ამ შემთხვევაში არჩილ ჩიქოვანისთვის დაუშვა და გასულ კვირას საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი დაუჭირა.


მართალია, პარლამენტმა მთავრობის მიერ ინიცირებული თავდაპირველი ვარიანტისგან განსხვავებული ვერსია დაამტკიცა, მაგრამ საბოლოოდ, ირკვევა რომ ამით არსობრივად არაფერი იცვლება. შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ცვლილების საფუძვლად დასახელებულია ბათუმში, მრავალბინიანი ავარიული შენობების დემონტაჟის აუცილებლობა და დეველოპერული კომპანიების მონაწილეობით, თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსებით მათი შეცვლა. ამ ეტაპზე საუბარია მინიმუმ 118 ავარიულ სახლზე. 


თავდაპირველი ვერსიისგან განსხვავებით, რომელსაც მოწინააღმდეგეები ჰყავდა როგორც პარლამენტში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებში, ბათუმის მერი გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად ვეღარ მიიღებს და პროცესში ჩართული იქნებიან მერიის სათათბირო ორგანო. მერი ავარიული სახლების ახლით ჩანაცვლების მიზნით, საკრებულოს მიმართავს, თუ პროექტს ექნება სათათბირო საბჭოს შესაბამისი რეკომენდაცია.


ანუ ახალი ვერსიით, ბათუმის მერი ერთპიროვნულად ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას სამშენებლო პროექტის მასშტაბისა და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტთან (K2) დაკავშირებით, რაც კანონის ჩარჩოებიდან გასვლა იქნებოდა.


მაგრამ, კანონმდებლობის განხილვისას აქტიურად ჩართული არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი-საქართველო“-ს ხელმძღვანელი ეკატერინე ციმაკურიძე ამბობს, რომ სათათბირო საბჭო მერის გადაწყვეტილიებისთვის ბარიერი ვერ იქნება. 



„მთავარი პრობლემა რაც ამ კანონპროექტს ახლდა და არც შემდეგ გამოსწორდა სრულად, არის ის, რომ მნიშვნელოვნად ასუსტებს თვითმმართველობას. ფუნქცია რომელიც ეკუთვნის მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გადადის ერთპიროვნულ მერზე, რომ განსაზღვროს მშენებლობის კოეფიციენტები, ეს ეწინააღმდეგება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს, რომლის მიხედვითაც განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის განსაზღვრა მხოლოდ საკრებულოს კომპეტენციაა. ამასთან, საკრებულოს კომპეტენციებში უხეში ჩარევით ირღვევა ადგილობრივ დონეზე წარმომადგენლობითი დემოკრატიის პრინციპი, რაც კანონპროექტს შეუსაბამოს ხდის საქართველოს კონსტიტუციასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიასთან.


მექანიზმი თავდაპირველად შეეხებოდა ნებისმიერ მშენებლობას, მაგრამ შემდეგ ერთგვარ დათმობაზე წავიდნენ და ცვლილება შეიტანეს, რომ მხოლოდ ავარიული შენობების შემთხვევაში მოხდებოდა, რაც ისევ პრობლემურია, რადგან აქ საუბარია მინიმუმ 118 სახლზე. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი და აუცილებელია ავარიული შენობებზე ზრუნვა, მაგრამ არის კორუფციის რისკები, რადგან კოლეგიალური ორგანოდან მერზე გადადის გადაწყვეტილების მიღება, რაც თავად ბიზნესისთვისაც არ არის ხელსაყრელი მდგომარეობა, რადგან მათ შესაძლოა დასჭირდეთ კავშირების ქონა ადგილობრივ მთავრობასთან და მხოლოდ მერთან დაახლოებულ ბიზნესებს გაეხსნათ გზა. 


მართალია თითქოს შეეცადნენ რომ ეს დარღვევა შეემსუბუქებინათ და გაჩნდა სათათბირო საბჭოს ცნება, რომელმაც უნდა გასცეს მერის გადაწყვეტილებაზე დადებითი ან უარყოფითი რეკომენდაცია, მაგრამ აქაც მერის დანიშნული ადამიანები იქნებიან, ამიტომ აბსოლუტურად არ პასუხობს საკრებულოს როლს ამ პროცესში. საკრებულოს ფუნქციების შეზღუდვა, ავტომატურად გამოიწვევს მერის საქმიანობის კონტროლის მექანიზმების შესუსტებას. საკრებულოს მიერ მერის ეფექტური კონტროლი არის მერის მიერ თვითნებური და უკანონო გადაწყვეტილებების მიღების პრევენციის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა“,  ამბობს ეკატერინე ციმაკურიძე.


მენაშენეები კორუფციული რისკების გარდა, შიშობენ, რომ განსაკუთრებული საფრთხის წინაშეა ქალაქის ძველი, ისტორიული ნაწილი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ბათუმს არ გააჩნია დამცავი ზონა და გენერალური გეგმა, რომელიც ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია. არსებობს ცუდი მოლოდინი, რომ კიდევ უფრო ქაოტური გახდება ეს პროცესი. ასევე საუბარია, რომ შესაძლოა რისკის ქვეშ დადგეს ბათუმის კულტურული მემკვიდრეობა და ისტორიული დაცვის ზონა, რადგან ინვესტორებისა და დეველოპერებისთვის ყველაზე მიმზიდველი ადგილი ძველი ბათუმია.


მთავრობამ საკანონმდებლო ცვლილების დაჩქარებული წესით დამტკიცება 15 ივნისს მოითხოვა  ცვლილება ბათუმის მერს „ბათუმში არსებული ურთულესი გამოწვევის დასაძლევად“ სჭირდებაო, კანონრპოროექტი რამდენიმე დღეში დაამტკიცეს. ცვლილება ძალაში 2027 წლის პირველ იანვრამდე იქნება.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up