ბათუმში უძრავი ქონების ღირებულება გაძვირდა - რა შეფასებას აკეთებს სექტორი

ბათუმში უძრავი ქონების ღირებულება გაძვირდა - რა შეფასებას აკეთებს სექტორი

access_time2023-02-20 21:00:43

„უძრავი ქონების ფასი პროგრესულად იზრდება მათ შორის ბათუმშიც, რასაც სამი ფაქტორი განაპირობებს. ესენია: მოთხოვნის ზრდა, ინფლაცია და რეგულაციები“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ „მარდი ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია სირაბიძემ უთხრა. მისი თქმით, ბინებზე მოთხოვნის ზრდამ ერთგვარი პანიკაც გამოიწვია იმაზე, რომ შესაძლოა  ბინებზე დეფიციტი შეიქმნას.

 


პირველი ფაქტორი ეს არის მოთხოვნის ზრდა, რამაც ერთგვარი პანიკა შექმნა და გაჩნდა მოლოდინი, რომ შესაძლოა ბინებზე დეფიციტი შეიქმნას, მაგალითად მცირე ზომის ბინებზე მოთხოვნა ძალიან დიდია, ხოლო მიწოდება ნაკლები. შეიძლება ითქვას, რომ ბათუმში ერთოთახიან ან სტუდიოს ტიპის ბინას ვერ იშოვი, ძალიან რთული საპოვნელია.

 


მეორე ფაქტორი მსოფლიოს მასშტაბით არსებული ინფლაციაა, ამან ჩვენზეც იმოქმედა, ეროვნული ვალუტა გაუფასურდა და შესაბამისად ყველაფრის ფასები გაზარდა.



მესამე ფაქტორი კი რეგულაციების გამკაცრებაა, იმდენად  გამკაცრებულია  რეგულაციები, რომ  თითზე  ჩამოსათვლელია  პროექტები,  რომლებზეც გასულ წელს ნებართვა გაიცა. დეველოპერები და მშენებლები ძირითადად  ადრე  დამტკიცებულ  პროექტებზე მუშაობენ და  ცდილობენ  ძველი პროექტი მოიპოვონ და  აშენონ, რომელსაც  ეს  ახალი  რეგულაციები  არ  ეხება,  რეგულაციებში  იგულისხმება  სიმაღლე,  k2 კოეფიციენტი, რომლის  გადათვლა ახლა  სხვანაირად ხდება და  დეველოპერებისთვის მომგებიანი აღარ არის,“ -  აღნიშნა ნათია სირაბიძემ.

 



კომპანია Noble Reale Estate-ის დამფუძნებელი ვაჟა მებაღიშვილი ამბობს, რომ საქართველოში განსაკუთრებით თბილისსა  და  დიდ  ქალაქებში უძრავი ქონება ძალიან არის გაძვირებული, რისი მიზეზიც მაღალი მოთხოვნა და სამშენებლო მასალების გაძვირებაა.

 


„საერთო ფონი არის ის, რომ უძრავი ქონება საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისსა და დიდ  ქალაქებში ძალიან არის გაძვირებული. უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ძალიან გაზრდილია, თუმცა სამწუხაროდ მიწოდების ნაწილში ვერ ვართ ისე, როგორც უნდა ვიყოთ. გაძვირების  ძირითადი განმსაზღვრელ ფაქტორები არის სამშენებლო მასალების სიძვირე და მოთხოვნა. სამშენებლო კომპანიების მშენებლობა ძალიან ძვირი უჯდებათ, ამან განაპირობა ბინებზე ფასის ზრდაც“, - აღნიშნა ვაჟა მებაღიშვილმა.



2023 წლის იანვარში ბათუმში ბინების გაყიდვების მაჩვენებელი გასული წლის იანვართან შედარებით 75%-ით, 1,330 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 98%-ით გაიზარდა და 58 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. უძრავი ქონების ბაზარზე საცხოვრებელი ბინების გაყიდვების განახლებულ მიმოხილვას Colliers Georgia სპეციალურ ვებგვერდ recov.ge-ზე აქვეყნებს.

 


ამ მონაცემების მიხედვით, ბათუმში აღნიშნულ პერიოდში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 34%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 924 დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 6%-ით, 674 დოლარამდე გაიზარდა.

 


ბათუმში იანვარში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 76%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 72%-იანი ზრდა დაფიქსირდა. იანვარში ყველაზე მაღალი მოთხოვნა ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე იყო, მოთხოვნის ზრდამ ამ შემთხვევაში 339% შეადგინა. ეკონომ და მედიუმ სეგმენტებში კი მოთხოვნის 39% და 68%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რამაც 579 და 296 ერთეული შეადგინა.

 




თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up