დღეს ბათუმში ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები გაიხსნა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„მოქალაქეები სპეციალურად მოწყობილ ავტობუსებში ინასარიძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „ვილმარტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. „ხოფის“ ბაზრობის წინ და ე.წ „ოცნების ქალაქის“ მიმდებარე ტერიტორიაზე „პფაიზერისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინით აიცრებიან.
ვაქცინაციის მოძრავ პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.