ბავშვების 44%-ს საქართველოში საბავშვო სამი წიგნიც კი არ აქვს -Unicef

ბავშვების 44%-ს საქართველოში საბავშვო სამი წიგნიც კი არ აქვს -Unicef

access_time2020-02-13 15:15:41

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, რომლის ერთ-ერთი კომპონენტიც ბავშვის ადრეულ განვითარებას ეხება, ვკიხთულობთ, რომ საქართველოში ბავშვების 44%-ს არ აქვს მინიმუმ 3 საბავშვო წიგნი.


კვლევის ეს ნაწილი ეხება ადრეულ ბავშვობას, რომელიც მოიცავს 8 წლამდე ასაკის პერიოდს, ეს კი კრიტიკული პერიოდია ბავშვის შემეცნებითი, სოციალური, ემოციური და ფიზიკური განვითარებისათვის.


ბავშვის განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური ფაქტორია ისეთ აქტივობებში მონაწილეობა, როგორიცაა ბავშვისთვის წიგნების კითხვა, მისთვის ზღაპრების მოყოლა; სიმღერების შესრულება, ბავშვების სახლის გარეთ გაყვანა, ბავშვებთან ერთად თამაში და ბავშვებთან ერთად საგნების დასახელება, დათვლა ან ხატვა, კვლევაში კი ვკითხულობთ, რომ საქართველოში 2-4 წლის ასაკის ბავშვების ადრეულ სტიმულირებასა და სათანადო მზრუნველობაში დედები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ (60%), ხოლო მამათა მონაწილეობა გაცილებით ნაკლებია (8%).


გარდა ამისა:


• 5 წლამდე ასაკის ბავშვების 35% ელექტრონულ მოწყობილობებს დღეში 1 საათზე მეტი ხნის განმავლობაში იყენებს.
მნიშვნელოვანი უთანასწორობა არის ქალაქად და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას შორის. ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების სიმწვავე ქალაქის ტიპის დასახლებებში მცხოვრები 5 წლამდე ასაკის ბავშვებში შედარებით მაღალია, ვიდრე სოფლის ტიპის დასახლებებში და შესაბამისად 40% და 27% უტოლდება.




• 5 წლამდე ასაკის ბავშვების 64% თამაშობს მაღაზიაში ნაყიდი სათამაშოებით, 94% – საოჯახო ნივთებით, მათ შორის სახლის გარეთ ნაპოვნი ნივთებით, ხოლო ბავშვების შედარებით მცირე პროცენტული წილი – თვითნაკეთი სათამაშოებით (12%).


• ბავშვების 44%-ს არ აქვს მინიმუმ 3 საბავშვო წიგნი.


• 5 წლამდე ასაკის ბავშვების 4%, ამ კვლევის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე, დატოვეს არასათანადო მეთვალყურეობის ქვეშ: მარტო ან 10 წლის ასაკამდე სხვა ბავშვის მეთვალყურეობის ქვეშ ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში. მნიშვნელოვანი განსხვავება ფიქსირდება რეგიონებს შორის, გურიაში ეს მაჩვენებელი 2%-ს, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში 8%-ს შეადგენს.


• საბავშვო ბაღებში სწავლა დაკავშირებულია დასახლების ტიპთან, ასაკთან და კეთილდღეობასთან. იმ ბავშვების პროცენტული წილი, რომლებიც საბავშვო ბაღში სწავლობენ, ქალაქის ტიპის დასახლებებში 16 პროცენტული პუნქტით მაღალია სოფლის ტიპის დასახლებებთან შედარებით. საბავშვო ბაღში დასწრება 10 პროცენტული პუნქტით მაღალია 4 წლის ასაკის ბავშვებში 3 წლის ასაკის ბავშვებთან შედარებით.



• იმ ბავშვებიდან, რომელიც საბავშვო ბაღში სწავლობს, 94% საჯარო ბაღში დადის, ხოლო 6% – კერძო ბაღში, ბავშვების მხოლოდ 1% სხვა ტიპის საბავშვო ბაღში დადის.


კვლევაში წერია, რომ ბავშვები მთელი რიგი რისკების წინაშე დგანან, როგორიცაა: სიღარიბე; არასახარბიელო ჯანმრთელობა; ოჯახში და ბავშვის გარემოში მაღალი დონის სტრესი და დაუცველობა ძალადობისაგან, შეურაცხყოფა, უყურადღებობა და ექსპლუატაცია; ასევე არასათანადო მოვლა და სწავლის შესაძლებლობები, უთანასწორობა, რის გამოც მათ შესაძლოა ვერ მიაღწიონ თავიანთი განვითარების პოტენციალს. ბავშვობის ადრეულ წლებში ინვესტიციის ჩადება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხარჯეფექტური გზაა იმისათვის, რომ შემცირდეს ის სხვაობა, რომელიც ხშირად დაბალი სოციალური და ეკონომიკური სტატუსის მქონე ოჯახების ბავშვებს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს.


კვლევა 2018-2019 წლებშია ჩატარებული. მასში 14 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო მონაწილეობა.



წყარო: netgazeti.ge

თეგები:
ვალი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up