ბავშვებს აქვთ ჭარბი წონა და სიმაღლეში ჩამორჩენა - რა აჩვენა კვლევამ

ბავშვებს აქვთ ჭარბი წონა და სიმაღლეში ჩამორჩენა - რა აჩვენა კვლევამ

access_time2020-01-26 16:00:25

საქართველოში 5 წლამდე ბავშვების 6 პროცენტი ჭარბწონიანია, ასევე 6 პროცენტი სიმაღლეშიც ჩამორჩება. ეს არის იმ კვლევის შედეგები, რომელიც საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა გაეროს დაფინანსებით ჩაატარა.

კვლევამ, რომლის ფარგლებშიც ბავშვთა ნუტრიციული (ჯანსაღი კვება) სტატუსი შეისწავლეს, აჩვენა, რომ, წინა წლებთან შედარებით, მონაცემები მცირედით გაუმჯობესებულია, თუმცა ბავშვთა ჭარბწონიანობა და სიმაღლეში ჩამორჩენა ისევ პრობლემად რჩება: გურიაში 5 წლამდე ბავშვების 11 პროცენტს ჭარბი წონა აქვს, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 15 პროცენტს. კახეთსა და აჭარაში სიმაღლეში ჩამორჩენის პრობლემა 6 წლამდე ბავშვების 9 პროცენტს აღმოაჩნდა.

„ამ კვლევამ წარმოაჩინა, რომ დასავლეთ საქართველო ამ კუთხით უფრო მოწყვლადია, ვიდრე აღმოსავლეთი. სხვა დროს ასე არ იყო ხოლმე“, - განმარტავს ჯანდაცვისა და ნუტრიციის სპეციალისტი, გაეროს ექსპერტი თამარ უგულავა და აღნიშნავს, რომ სხვა კვლევების მიხედვით, ჭარბწონიანობის პრობლემა კიდევ უფრო მეტად იჩენს თავს სკოლის ასაკის ბავშვებში. - „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებულ მაჩვენებლებსაც თუ შევადარებთ, მსოფლიოს სხვა ბავშვებთან შედარებით, ჩვენი ბავშვები უფრო მსუქნები და უფრო დაბლები არიან“.

დაავადებები, რომლებიც ბავშვის ჭარბ წონას მოსდევს

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ გაიდლაინში ნათქვამია, რომ ბავშვების სიმსუქნე კავშირშია ზოგიერთი დაავადების გაახალგაზრდავებასთან. მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპი 20 წლის წინ ძირითადად მოზრდილებში ვლინდებოდა, ახლა კი სულ უფრო ხშირად ჩანს ბავშვებშიც.

გარდა ამისა, ჭარბწონიანი ბავშვები მოზრდილობაშიც მიდრეკილნი არიან წონის მატებისკენ. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, 10-15 წლის ასაკში მსუქანი ბავშვების 80 % ჭარბ წონას 25 წლის ასაკშიც ინარჩუნებდა.

„გამხდარი არასდროს ყოფილა, მაგრამ 13 წლიდან გასუქება დაიწყო. თავიდან არ ვაქცევდი ყურადღებას. ახლა უკვე 19 წლისაა, 120 კილო, და უკვე აღარც მე ვიბრძვი, აღარც თვითონ, ვერაფერი გავაწყვე. ხანდახან რომ შეაწუხებს ხოლმე წონა, იტყვის, ახლა დავიწყებ დიეტას, ახლა ვივარჯიშებო, მაგრამ მერე ისევ გადაუვლის“. - ამბობს ქეთი, რომლის შვილიც ჭარბი წონის პრობლემის წინაშე დგას.


ჭარბი წონა შაქრიანი დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიის, ძვალსახსროვანი, ნევროლოგიური, სიმსივნური დაავადებების, ასთმის სოციალური სტიგმატიზაციის რისკფაქტორია. ასევე მატულობს გულის უკმარისობის ადრეული განვითარებისა და უეცარი სიკვდილის რისკი.


რაც შეეხება პრევენციას, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა როგორც მშობლების, ისე სკოლისა და პირველადი ჯანდაცვის ორგანოების ჩართვა.

როგორ შევამციროთ ჭარბი წონა ბავშვებში?

პედიატრი მაია ხერხეულიძე ამბობს, რომ ბავშვებში ზედმეტი წონის მიზეზი, კალორიული საკვების გარდა, უმოძრაობაც ხდება, რადგან ეზოში თამაშის ნაცვლად ისინი დროს უმეტესად ეკრანთან ატარებენ.

„როგორც წესი, 5 წლამდე ბავშვს დიეტაზე არ ვაყენებთ, უბრალოდ, ვზღუდავთ ტკბილეულს და ვზრდით აქტივობას. ტკბილეული ბავშვის კვებაში რაც შეიძლება გვიან უნდა შემოვიდეს“, - ამბობს მაია ხერხეულიძე.

სიმაღლეში ჩამორჩენა კი რკინის დეფიციტს უკავშირდება.

„პრობლემები იქნება 6 თვის შემდეგ, როდესაც ბავშვმა მყარი საკვები უნდა მიიღოს. შეიძლება დედამ გააგრძელოს ბავშვის ძუძუთი კვება, მაგრამ ამ ასაკში ბავშვი დედის რძისგან მინერალებს უკვე ვეღარ იღებს. ქარხნული, მინერალებით გამდიდრებული ფაფაც უნდა მისცენ, რაც 200 გრამი 7 ლარზე მეტი ღირს და შეიძლება ყველამ ვერ იყიდოს“, - აცხადებს თამარ უგულავა და აღნიშნავს, რომ მშობლები ხშირად თავად ამზადებენ ბავშვის ფაფას, რომელიც მაინც არ არის მიკროელემენტებით მდიდარი.

თამარ უგულავა ამბობს, რომ 2 წლამდე ბავშვებს რკინა ისეთივე დოზით სჭირდებათ, როგორც ზრდასრულ მამაკაცს. თუ რკინის დეფიციტი ორ წლამდე ასაკაში არ აღმოიფხვრა, მერე დანაკლისის ანაზღაურება ჭირს. რკინის დეფიციტი ერთდროულად ფიზიკური და ინტელექტუალური შეფერხების მიზეზი ხდება.


„რადიო თავისუფლება“

თეგები:
ბავშვები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up