ბავშვთა გასართობი ცენტრები ახალ სეზონს 15-20%-ით გაზრდილი ფასებით შეხვდა

ბავშვთა გასართობი ცენტრები ახალ სეზონს 15-20%-ით გაზრდილი ფასებით შეხვდა

access_time2022-09-12 12:00:35

ინფლაციის, ენერგომატარებლებსა და პროდუქტებზე გაზრდილი ფასის გამო ბავშვთა გასართობი ცენტრები ახალ სეზონს 15-20%-ით  გაზრდილი ფასებით შეხვდნენ. როგორც „კომერსანტთან“ გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მთიულიშვილი ამბობს გაზრდილი ფასის მიუხედავად  გასართობი ცენტრების მიმართ მიმართვიანობა მაინც მაღალია.

 

„როგორც მომართვიანობა, ასევე ობიექტების დამატების კუთხით კარგი ტენდენცია შეინიშნება, რაც რა თქმა უნდა ძალიან მისასალმებელია. ზაფხულის პერიოდის მერე  ჩვენი სეზონი ახლა იწყება და მომართვიანობა საკმაოდ  ნორმალურია ამ ეტაპისთვის და ამას ისედაც ველოდით,  მონატრებული კონტინგენტი დაუბრუნდა სექტორს.

 

რაც შეეხება ფასებს, ჩვენ მომსახურებაზე ფასების  ზრდა პანდემიის  შემდეგაც მოგვიწია, ასევე გავზარდეთ ფასები წინა სეზონთან შედარებითაც, რომელიც ივლისში დასრულდა. ფასის გაზრდა მოგვიწია, რადგან გაზი გაძვირდა, პროდუქცია გაძვირდა, საწვავზე  გაგვიხარდა ფასის კლება, თუმცა შემდეგ ისევ გაძვირდა. შესაბამისად ფასის  დაჭერა დაახლოებით ერთი წელია ვეღარ ხდება. ეს ყველაფერი კი მომხმარებელზე აისახება ცუდად, გუშინ რომ რაღაც ფიქსირებული 1 ლარი ღირდა და დღეს ეუბნები, რომ 1,20 ლარი გახდა. რთულია გააგებინო, რომ ფქვილი, ყველი და კვერცხის ფასი გაგიძვირდა, ეს  ყველაფერი ძალიან დიდი დისკომფორტია“, განაცხადა გიორგი მთიულიშვილმა.

 

როგორც მთიულიშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წელს სექტორს 5 ახალი ობიექტი დაემატა, თუმცა მისივე თქმით ახალი ობიექტების დამატება კი კარგია, მაგრამ ასევე დიდი რისკია ისედაც გაუბედურებულ სფეროში თანხის ჩადება.



გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელმა „კომერსანტთან“ კადრების დეფიციტზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ყველაზე დიდი პრობლემა რაც  სექტორს პანდემიის  შემდეგ შეექმნა კადრების დეფიციტია.

 

„როგორც ყველა სხვა ბიზნეს სფეროში, ჩვენთანაც  შეიქმნა კადრების დეფიციტი,  თუმცა არც ისე დაბალ ხელფასებს ვთავაზობთ, ჩვენ სექტორში ხელფასი დაახლოებით 700-800 ლარია, რაც გასართობი ცენტრისთვის დაბალი არ არის. პანდემიის დროს  პროფესია შეიცვალეს და იქ დარჩნენ, ამას დაემატა ქვეყნიდან გადინებაც. ასევე  ჩემი სუბიექტური აზრია, რომ სოც დაუცველების მიმართ არასწორი პოლიტიკაა, რადგან როდესაც ამდენი სოც დაუცველია ქვეყანაში და მათგან 70%  ჩვენ  ხარჯზეა არასწორია, მათაც ურჩევნიათ რომ სახლში იყვნენ აიღონ სამასი ლარი ვიდრე, იმუშაონ და  ჰქონდეთ 600 ლარი, არადა ამდენი მუშა- ხელი რომ გაჩნდეს ყველა სექტორისთვის კარგი იქნება“, - აღნიშნა გიორგი მთიულიშვილმა.

 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up