ბავშვთა გასართობი ცენტრების კრიზისი - ბიზნესი რეგულაციების მოლოდინშია

ბავშვთა გასართობი ცენტრების კრიზისი - ბიზნესი რეგულაციების მოლოდინშია

access_time2020-07-14 16:00:15

 „114-ზე დავრეკეთ, რომ ჭორებზე არ ვყოფილიყავით დამოკიდებული და გვითხრეს რომ არ გვაქვს მუშაობის უფლება.  6 ეტაპიდან ვერც ერთში გასართობი ცენტრები ვერ მოხვდა,“- ამის შესახებ „კომერსანტს“ გასართობი ცენტრის „დეჯავინოს“ მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელმა ნინო ღვალაძემ განუცხადა.


როგორც ცნობილია, ბავშვთა გასართობი და წვეულების ცენტრებისთვის ჯერჯერობით რეგულაცია არ შემუშავებულა და არც სავარაუდო გახსნის თარიღია ცნობილი. ამ ეტაპზე, ანიმატორებისთვის მხოლოდ ღია სივრცეში გამოძახებებზე გასვლა 13 ივლისიდანაა ნებადართული.  პანდემიის პირობებში, თვეობით გაჩერებული ბიზნესი მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდება. როგორც „დეჟავინოში“ განგვიმარტეს წვეულებების სფერო მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა სექტემბრიდან იმედს გამოთქვამენ, რომ ბიზნესს მუშაობის უფლება ექნება.


„ამ ეტაპზე მთლიანად გაჩერებული ვართ , გამოძახების სერვისის ამუშავების უფლება არ დაგვრთეს.  შიგნით ცენტრებში კი ვერ ვმუშაობთ. ჯერჯერობით რამე რეგულაციაზე ინფორმაცია არ გვაქვს.  თუმცა, მზად ვართ ყველანაირად. ძალიან რთულ მდგომარეობაშია ჩვენი მიმართულება, ისიც არ ვიცით სკოლაც, რომ დაიწყოს როგორ ვიმუშავებთ, რადგან ჩვენ ძირითადად სკოლებში გვაქვს გამოძახებები. ეს გამოძახებებიც მიზერული იქნება და არ ვიცით რა დაემუქრება ჩვენს ბიზნესს.



ყველაფერი შევიძინეთ, დეზობარიერებიც, სადეზინფექციო სითხეებიც, ჩვენ ამ პრინციპით უკვე 5 წელია ვმუშაობთ. ერთადერთი, ვფიქრობდით, რომ ბატუტების, აუზის ბურთების, სასრიალოების გამოყენების უფლებას არ მოგვცემდნენ. მაგრამ, ჯერ არავის უთქვამს როგორ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, როგორი იქნება დისტანცია, ბავშვების მაგიდები როგორ უნდა განლაგდეს, მშობლები სად უნდა ისხდნენ - სრულ გაურკვევლობაში ვართ,“ - განმარტავს ნინო ღვალაძე.


ბავშვთა გასართობი ცენტრები ამჟამად შემოდგომის სეზონის მოლოდინში არიან, თუმცა ბიზნესისთვის მიყენებული ზარალი მძიმე აღმოჩნდა.  რასაც მოწმობს გასართობ ცენტრ „მინიონების“ მდგომარეობა, რომელიც იძულებული გახდა კრიზისის გამო ფილიალი ბანკისთვის გადაეცა.


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up