ბავშვთა პოლიტრავმების მართვა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში

ბავშვთა პოლიტრავმების მართვა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში

access_time2022-05-18 13:05:27

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტის კონცეფცია შექმნილია ნებისმიერი სიმძიმის პაციენტის სრული მასშტაბით სამართავად. პოლიტრავმა წარმოადგენს ყველაზე მულტიდარგობრივ გუნდურ სამუშაოს, სადაც პრინციპულად მნიშვნელოვანია 24/7 ყველა დარგის სპეციალისტის ადგილზე ყოფნა.


ბავშვთა ასაკში სიკვდილის მიზეზებს შორის პირველ ადგილზეა პოლიტრავმა, როგორიც არის სიმაღლიდან ვარდნა, ავტო-საგზაო შემთხვევა, ხრჩობა და ა.შ. რომლის საშუალო ასაკი შეადგენს 7 წელს.


როგორ მიმდინარეობს პოლიტრავმების მართვა დღეს, მკურნალობის რა ეტაპებს გადიან ბავშვები ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში და რა თანამედროვე მიდგომებია დანერგილი ამ მიმართულებით – ამ და სხვა საკითხებზე გთავაზობთ ინტერვიუს ნიუ ჰოსპიტალსის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელთან, პროფესორთან და მედიცინის დოქტორთან დავით ციბაძესთან.


  • როგორ ხდება ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში პოლიტრავმების მართვა?


  • ნიუ ჰოსპიტალსის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის კონცეფცია შექმნილია ნებისმიერი ასაკის და სიმძიმის პაციენტის სრული მასშტაბით სამართავად. პოლიტრავმა ყველაზე მულტიდარგობრივ გუნდურ სამუშაოს წარმოადგენს, სადაც 24/7 რეჟიმში ყველა დარგის სპეციალისტის ადგილზე ყოფნა პრინციპულად მნიშვნელოვანია.


  • მკურნალობის რა ეტაპებს გადის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში ტრავმით შემოსული პაციენტი?


  • პოლიტრავმით ბავშვების სიკვდილის ძირითადი დრო კლინიკაში შემოსვლიდან არის 6 საათის განმავლობაში. ეს არის კრიტიკული დრო სისხლდენის მართვისთვის. ამიტომ ბავშვთა გადაუდებელი თერაპიის განყოფილება ნებისმიერი დაზიანების აღმოსაფხვრელად აღჭურვილია ისე, როგორც რეანიმაცია. შემდეგი ეტაპია ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილება, კლინიკაში შემოსვლიდან 24 საათზე მეტხანს (69%) სიკვდილის მიზეზად რჩება ანოქსია (9.7%) და სისხლდენა (8%). ყველაზე გავრცელებული მიზეზი (66%) არის თავის ტვინის ტრავმული დაზიანება, რის გამოც სწრაფი, გადაუდებელი რადიოლოგიური კვლევების შემდეგ ნეიროქირურგიული ჩარევისთვის პაციენტი შეიძლება გადაყვანილ იქნას საოპერაციოში.  მსგავსი პაციენტების მისაღებად  ნიუ ჰოსპიტალსში საოპერაციოები მუდამ მზადყოფნაშია და მათი აუცილებლობა შეიძლება გამოწვეული იყოს ასევე მუცლის ღრუს და გულ-მკერდის დაზიანებების გამო ჩასარევად; ტრამვის შედეგად ამპუტირებული კიდურების თუ სხვა დაზიანებით ტრავმატოლოგებისთვის, ყელ-ყურ ცხვირის, ოფთალმოლოგების, ყბა-სახის ად ა.შ. ქირურგების სამუშაოდ. კომფორტულ ერთადგილიან პალატებში პრინციპული მნიშვნელობა აქვს წნევათა სხვაობების არსებობას, რაც ინფექციის კონტროლის მნიშვნელოვანი რგოლია. ამავდროულად, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ინფრასტრუქტურა ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტოა.  

 

  • ვინ ემსახურება ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოსულ პაციენტებს?


  • როგორც აღვნიშნე, ტრავმის და მითუმეტეს პოლიტრავმის მართვა გუნდურად და ყველა დარგის საჭირო სპეციალისტების მიერ  ხდება. ამ გუნდის ძირითადი რგოლები ინტენსივისტი-რეანიმატოლოგები არიან. ჩვენი გუნდის ყველა წევრი, 2011 წლიდან მოყოლებული, ჩართული იყო „მეიოს კლინიკის“ (USA Rochester MN) ტრავმა-ქირურგიის და შოკის მართვის პროექტში, მათ შორის არიან ამ პროექტის ტრენერები, პროვაიდერები, რომლებიც სხვა კლინიკების ექიმებთან, სადაც კი შესაძლებელია, რომ მსგავსი ტიპის პაციენტი მოხვდეს, პედაგოგიურ მუშაობას დღემდე აგრძელებენ. ასევე საჭიროების შემთხვევაში „მეიოს კლინიკის“ ექიმები პაციენტის მართვაში ერთვებიან.


ასევე ნეიროქირურგები, ბავშვთა ზოგადი და თორაკოქირურგები, ტრავმატოლოგები და პლასტიკური/სისხლძართვთა, ყბა-სახისა და ოტო-რინო-ლარინგოლოგები, ოფთალმოლოგები და სხვა ყველა დარგის პროფესიონალები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ტრავმის ხასიათიდან გამომდინარე.


პოლიტრავმის მართვაში არ შეიძლება ცალკე არ გამოვყოთ მაღალი კომპეტენციის მქონე ექთნების როლი მათი საქმისადმი მაღალპროფესიონალური, პრაგმატული და ამავდროულად გულისხმიერი მიდგომით.


  • დიაგნოსტირების რა შესაძლებლობები არსებობს ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში?



დიაგნოსტიკის მხრივ ნიუ ჰოსპიტალსის რადიოლოგიური და ლაბორატორიული სერვისით ჩვენი ექიმები ნამდვილად განებივრებულნი ვართ!


პრინციპულად მნიშვნელოვანია ნიუ ჰოსპიტალსის დიაგნოსტიკის რადიოლოგიური, როგორიც არის რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კარდიო და მულტიექოსკოპიური კვლევები, კათეტერიზაციის ლაბორატორია.


სწრაფი და ხარისხიანი ლაბორატორიული სერვისები, დაწყებული ექსპრეს ლაბორატორიით, ბიოქიმიური და ჰემატოლოგიური, დასრულებული მაღალი სიზუსტის ბაქტერიოლოგიურ-ვირუსოლოგიური ლაბორატორიით.


  • როგორ ზრუნავს ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი პაციენტების მენტალურ ჯანმრთელობაზე?


  • ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი ჩვენი პატარა პაციენტების ფსიქოემოციური სფეროს ნატიფად და ყურადღებით მოპყრობაში უპრეცედენტოა. ბავშვთა ფსიქოლოგის მომსახურების გარდა ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილება ერთადერთია ქვეყნის მასშტაბით, სადაც პატარებს შეუძლიათ 24/7 თან ჰყავდეთ დედა ან მამა. ეს ყველაფერი ხდება სისტემური თანაარსებობის, პერსონალის გადამზადების და ინფექციისგან დაცვის პირობებში.


  • რა თანამედროვე მიდგომებია დანერგილი თქვენს კლინიკაში ბავშვთა მკურნალობის სხვადასხვა მიმართულებებით, რაც გამოგარჩევთ დანარჩენი პროფილური კლინიკებისგან?


  • უპირველეს ყოვლისა, ნიუ ჰოსპიტალსის ინფრასტრუქტურა ნამდვილად განსხვავდება დღეს საქართველოში არსებული სხვა პედიატრიული კლინიკებისგან. რაც კლინიკური თვალსაზრისით აისახება გადაუდებელში, ინტენსიურში და ინდივიდუალურ, ერთადგილიან პალატებში წნევათა სხვაობის უპირატესობით; უპრეცედენტო წყლის და ელექტრომომარაგებით. ეს ყველაფერი ბავშვების უსაფრთხოებისა და ინფექციის მართვის აუცილებელი პირობაა.


ყველა სივრცეში უპრეცედენტო, მაღალტექნოლოგიურ, ახლადშეძენილ აპარატურას ვიყენებთ.


ვინაიდან ნიუ ჰოსპიტალსი ისედაც მრავალპროფილური კლინიკაა, მისი ეს რესურსი მაღალკვალიფიციური კონსულტანტების ირგვლივ ყოფნას აიოლებს, ის ერთადერთია  პატარა პაციენტებში თვალის დაზიანების მკურნალობის სრული სერვისებით. ნიუ ჰოსპიტალსი ასევე ერთადერთია ბავშვთა რევმატოლოგიის და კარდიოლოგიის სრული სერვისით.

  • ქართულ მედიცინაში პრობლემად რჩებოდა პოსტოპერაციული რეაბილიტაციის საკითხი. რას სთავაზობთ პაციენტებს ამ მიმართულებით და რა მეთოდოლოგიებით ახორციელებთ რეაბილიტაციას?


  • პაციენტების რეაბილიტაცია ძალზე ფართე მცნებაა და მისი საჭიროება დაზიანების ხასიათზეა დამოკიდებულია.

იმ ტიპის რეაბილიტაცია, რომელშიც ფილტვების ფუნქციის აღდგენა, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის აღდგენა, მენტალურ-ფსიქოლოგიური და სხვა რეაბილიტაციური საშუალებები მოიაზრება და ეს ყველაფერი  საჭიროა, რომ ჰოსპიტალის ინტენსიური თუ სტაციონარული მკურნალობის პერიოდში დაიწყოს,  ამას ნიუ ჰოსპიტალსის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება.


როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი ექიმები „მეიოს კლინიკის“ პედიატრიულ გუნდთან მუდმივად კონტაქტში არიან, მათ შორის არის ასევე ბავშვთა რეაბილიტოლოგიის მიმართულებაც, რომლებიც არსებულ გაიდლაინებსა და პროტოკოლებს მუდმივ რეჟიმში ანახლებენ.  ჩვენი კლინიკა, ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი, არის ამ სიახლეების გამავრცელებელი მედიცინაში ქვეყნის მასშტაბით.


ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში შემოსულ ნებისმიერი ასაკის, ნებისმიერი სიმძიმისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ბავშვს 24/7 ემსახურება პროფესიონალთა გუნდი: ბავშვთა ზოგადი ქირურგი, ნეიროქირურგი, ბავშვთა თორაკოქირურგი, ტრავმატოლოგი, ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგი, ყბა-სახის ქირურგი, ოფთალმოლოგი, პლასტიკური, ქირურგი, ბავშვთა რეანიმატოლოგიის გუნდი, რეაბილიტოლოგი, მაღალი პილოტაჟის ექთნები, ნებისმიერი გართულების საჭიროებისთვის პედიატრიული სპექტრი (გასტროენტეროლოგი, ჰემატოლოგი, ნეფროლოგი, კარდიოლოგი და სხვ). პრინციპულია ნიუ ჰოსპიტალსის დიაგნოსტიკის რადიოლოგიური (X-Ray, MRI, CT) და ლაბორატორიული კვლევების მაღალი ხარისხი.



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up