“ბახმაროს პიონერებმა“ კურორტზე ზამთრის სეზონი გააცოცხლა

“ბახმაროს პიონერებმა“ კურორტზე ზამთრის სეზონი გააცოცხლა

access_time2022-01-31 16:00:38

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების და გარკვეული შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ, სამთო სათავგადასავლო ტურიზმის ერთ-ერთი მიმართულება სკი ტური სულ უფრო პოპულარული ხდება. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში მაღალმთიანი რეგიონები და ველური ბუნება მრავლად არის, სკი ტურისთვის საქართველოს მაღალმთიანეთს არც ქართველი და არც უცხოელი სტუმარი აკლია.

 

სკი ტური ზამთრის სპორტის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომლის დროსაც მოთხილამურეები მთაზე ასასვლელად საბაგირო გზას არ იყენებენ და მზად არიან მთელი აღმართი ფეხით აიარონ და შემდეგ გაუკვალავ თოვლში დაეშვნენ. ზამთრის ეს აქტივობა განსხვავებულ ფიზიკურ მომზადებას და აღჭურვილობას მოითხოვს. სკი ტურის ისტორია საქართველოში დაახლოებით 30 წელს ითვლის, რასაც საფუძველი ირაკლი კაპანაძემ ჩაუყარა.

 

საქართველოში სკი ტურისთვის ერთ-ერთი უნიკალური მხარე გურიაში ჩოხატაურის რაიონში მდებარე კურორტი ბახმაროა, პროექტი „ბახმაროს პიონერებს“ კი სკი ტურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ და ბახმაროში ასულ დამსვენებელს თბილ გარემოს სთავაზობს.

 

„კომერსანტი“ “ბახმაროს პიონერების“ წარმომადგენელს მათ საქმიანობაზე, აქტივობებზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. “ბახმაროს პიონერები“ წარმოშობით გერმანელმა ინგო შლუციუსმა დააფუძნა. „ბახმაროს პიონერებმა“ საქმიანობა 2016 წელს დაიწყო და ზამთრის ბახმაროს ახალი სიცოცხლე შესძინეს. როგორც “ბახმაროს პიონერების“ წარმომადგენელმა გვითხრა, ეს სახელწოდებაც მომხმარებელმა მიანიჭა.

 

ბახმაროს პიონერები“ ტურისტული მომსახურეობაა, რომელიც ზამთარში გაუკვალავ თოვლში ექსტრემალური სრიალის მოყვარულებს ე.წ. freeride-ერებს ემსახურება, ხოლო წელიწადის დანარჩენ დროს ვინც გარე აქტივობებით, ცხენით მოგზაურობით და ლაშქრობით არის დაინტერესებული, იმ ადამიანების ნავსაყუდელია.


ჩვენი დამფუძნებელი ინგო შლუციუსი 2016 წელს ზამთარში ბახმაროს ესტუმრა, მისი ველური გარემოთი მოიხიბლა და ადგილობრივებთან ერთად ცარიელ ბახმაროში ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტა. “ბახმაროს პიონერებს“ თავდაპირველად საკუთარი სივრცე არ გვქონდა, ამიტომ ტურისტების და ადგილობრივი ექსტრემალების გასაჩერებლად სხვადასხვა სახლს ვქირაობდით“, - გვითხრა „ბახმაროს პიონერების წარმომადგენელმა“

 

ამჟამად „ბახმაროს პიონერები“ ექსტრემალ მომხმარებელს დასასვენებლად თბილ და მყუდრო სახლს შესთავაზებს, სადაც ერთი ღამით განთავსება დაახლოებით 300 ლარი + 18% დღგ ჯდება, თუმცა აღნიშნული ფასი სეზონზე იცვლება. ბახმაროს პიონერებმა საკუთარი სახლი, სპეციალურად ალპებიდან ჩამოტანილი მასალით Hemp-ით ააშენეს, აღნიშნული მასალა აბსოლუტურად ჰაერგამტარია.

 




უკვე გვაქვს შესაძლებლობა, რომ მომხმარებელს ჩვენი საკუთარი სივრცე შევთავაზოთ და მინდა აღვნიშნო, რომ გახსნის დღიდან სტუმრებით განებივრებულები ვართ. როგორც აღვნიშნე, 2016 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს ვიზრდებით.

ბახმაროში უმკაცრესი ზამთარი იცის, აქედან გამომდინარე როგორც მასპინძელი ასევე სტუმარი უამრავი პრობლემის წინაშე ვართ, თუმცა ამ დროის მანძილზე დაგროვილი ცოდნის საფუძველზე შევძელით და ყველა იმ პრობლემის გათვალისწინებით ავაშენეთ პატარა გესთ ჰაუსი.

 

სახლი ბლოკის არ არის, რა თქმა უნდა მთავარი ფილები ცემენტია, ხოლო რაც შეეხება კედლებს, სპეციალურად ალპებიდან ჩამოტანილი Hemp ბლოკია, როგორც ადრე დაპრესილი ნახერხით აშენებდნენ სახლებს, დაახლოებით ასეთი ტექნოლოგიაა. ამაზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ ბახმაროს ბლოკის შენობები არ უხდება, როცა ბახმაროში ხარ, სახლშიც უნდა სუნთქავდე იმ ჰაერს რაც ბახმაროს აქვს, Hemp ბლოკები ვიზუალურად ბლოკს ჰგავს , მაგრამ აბსოლუტურად ჰაერგამტარია. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ არა მხოლოდ „ბახმაროს პიონერები“ აშენდა ამ მასალით, არამედ საქართველოში პირველად მოხდა ამ მასალის სამშენებლოდ გამოყენება“, - აცხადებენ „ბახმაროს პიონერებში“.

 


ბახმაროს პიონერებს ყველანაირი ტექნიკა აქვს, იმისთვის  რომ  მიუხედავად მძიმე კლიმატური  პირობებისა მომხმარებლის ბახმარომდე ტრანსპორტირებაში დაეხმაროს, გარდა ამისა წინასწარი შეთანხმების საფუძველზე „ბახმაროს პიონერები“ ტრანსფერს საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან ახორციელებენ.


 


„ბახმაროს პიონერებს“ ბახმაროს ზამთრის კურორტად განვითარების პერსპექტივაზე ვესაუბრეთ. როგორც მათ გვითხრეს, ამ მხრივ კურორტზე ძალიან სწორი მიმართულებით მუშაობაა საჭირო, რადგან ბახმარო თავისი ველური ბუნებით არის მიმზიდველი და მნიშვნელოვანია, რომ ეს შენარჩუნდეს.

 


რა თქმა უნდა, მოსაწესრიგებელია წყლის სისტემა, კანალიზაცია , რაც არც თუ ისე მარტივია, სხვა ყველაფერი კი როგორც შესაძლებელია მაქსიმალურად ხელუხლებელი და მიუწვდომელი უნდა დარჩეს. მერწმუნეთ, სწორედ მაგას აქვს ხიბლი, მაგიტომაც გიჟდება ყველა ბახმაროზე“, - აცხადებენ „ბახმაროს პიონერებში“.

 

 

„ბახმაროს პიონერები“ სამომავლოდ მომხმარებელს ბევრ სიახლეს შესთავაზებს, რომლის შესახებაც ეტაპობრივად გახდება ცნობილი, რაც შეხება ინვესტიციას, როგორც „ბახმაროს პიონერების“ წარმომადგენელმა აღნიშნა, ინვესტიცია დამფუძნებელმა ინგო შლუციუსმა საკუთარი სახსრებით განახორციელა. პროექტი ამ ეტაპზე 25 ადამიანს ასაქმებს თუმცა ნელ-ნელა იზრდება.

 


თაკო კვაჭანტირაძე


ფოტო: „ბახმაროს პიონერები“





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up