„ბახმაროში ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას სავარაუდოდ მაისიდან დავიწყებთ“ -  ორბი ჯგუფი

„ბახმაროში ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას სავარაუდოდ მაისიდან დავიწყებთ“ - ორბი ჯგუფი

access_time2023-04-07 16:30:17

 „ორბი ჯგუფი“ ბახმაროში ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას მაისიდან დაიწყებს,“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ ჰოლდინგი „ორბი ჯგუფის“ ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გელა მახარაძემ განაცხადა. მისი თქმით ამ ეტაპზე ჰოლდინგი პროექტირების  პროცესს ასრულებს და მაისიდან, როდესაც ბახმაროში თოვლი დადნება სამშენებლო პროცესი დაიწყება.

 

გელა მახარაძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე დეტალების დაკონკრეტებისგან თავს  შეიკავებს, თუმცა განმარტავს, რომ პროექტის სიმაღლე რეგიონში დასაშვებ პარამეტრებში ჩაჯდება.

 

„ერთი წელია პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს, რადგან ეს სარეკრეაციო ზონაა და პროცედურები ძალიან გართულებულია, ადმინისტრაციულ ორგანოებთან საჭიროებს შეთანხმებას.

 

ახლა პროექტირების ეტაპს ვასრულებთ და ჩვენი გათვლებით მაისში, როდესაც თოვლი დადნება სამუშაოებს დავიწყებთ, თუ რამდენ სართულიანი იქნება შენობა, ამის დაკონკრეტებისგან თავს  შევიკავებ, თუმცა გეტყვით იმას, რომ დაცული იქნება ის სიმაღლე, რაც ბახმაროშია დაშვებული, ეს არის 15 მეტრი სიმაღლე, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფერდობია და არასწორი რელიეფი.“ -  აღნიშნა გელა მახარაძემ.

 


მახარაძე ასევე განმარტავს, რომ პერიოდულად, როდესაც მიწაზე აუქციონი ცხადდება „ორბი ჯგუფი“ აუქციონით მიწას ყიდულობს და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის ტერიტორიას აფართოებს,

 

„უპირობო აუქციონები ცხადდება, საიტებს ვაკონტროლებთ და როდესაც ფართობი გამოდის გასაყიდად, ვყიდულობთ, საკმაოდ დიდი ინვესტიციაა და ყველა დეტალი საყურადღებო და გასათვალისწინებელია,  რთული გარემოა,  ზვავსაშიშროებაა, მიუხედავად იმისა, რომ ბახმაროს გენერალური გეგმა დამტკიცებულია ეს გეგმა მაინც ზოგადია და მიდის კონკრეტიზაცია, ძალიან ბევრი კვლევა ტარდება, რასაც ადგილობრივი  რესურსი ვერ სწვდება, მაგალითად გარკვეულ კვლევებს ფრანგები ატარებენ“ -  აღნიშნა გელა მახარაძემ.


კომპანიამ 3 აპრილს გამართულ აუქციონზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში მდებარე 200.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეიძინა, რაშიც 81000 ლარი უნდა გადაიხადოს.


ასევე ორბი ჯგუფის“ შვილობილმა „ორბი ჯგუფი ბახმარომ“ აუქციონზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში მდებარე 545.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2023 წლის იანვარშიც შეიძინა, რაშიც 217 000 ლარი გადაიხადა.


“ორბი ჯგუფმა” სახელმწიფოსგან ბახმაროში მიწა 1 ლარად, კონკრეტული საინვესტიციო ვალდებულებებით, 2019 წელს იყიდა.



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up