უპილოტო საფრენი აპარატების ერთ-ერთმა წამყვანმა მწარმოებელმა, თურქულმა კომპანია Baykar-მა 2022 წელი 1,18 მილიარდი დოლარის საექსპორტო მაჩვენებლით დაასრულა.
Baykar-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ სელჯუკ ბაირაქტარმა Twitter-ზე დაწერა, რომ გასული წლის განმავლობაში საექსპორტო კონტრაქტები გაფორმდა 18 ახალ ქვეყანასთან და ზოგადად, იმ ქვეყნების რაოდენობამ, რომლებიც დაინტერესდნენ Baykar-ის უპილოტო საფრენი აპარატების ხაზით, 27-ს მიაღწია.
ამასთან, კომპანიის შემოსავლის 99,3% სწორედ ექსპორტზე მოდის.
„სამამულო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული განვითარების წყალობით, ჩვენი კომპანიის დრონები დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. Bayraktar Kızılelma უპილოტო სამხედრო თვითმფრინავების განვითარების პროექტი ასევე აგრძელებს პროგრესს ექსპორტის შემოსავლის წყალობით. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წვლილით თურქეთის განვითარებაში!“ - წერს ბაირაქტარი.