ბაზარზე ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქცია ისევ იყიდება

ბაზარზე ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქცია ისევ იყიდება

access_time2022-01-29 14:00:03

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი დიდი ხანია აკვირდება, თუ როგორ ხდება საქართველოში სხვადასხვა (არასასურსათო) სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლი და დაკვირვების შედეგები განაახლა. ორგანიზაციის დასკვნით, საქართველოში უსაფრთხოების კონტროლს დაქვემდებარებული (არასასურსათო) სამომხმარებლო პროდუქციის ჩამონათვალი ვრცელი არ არის, ესენია:

  • სათამაშოები.
  • სამშენებლო მასალების ნაწილი (ცემენტი, არმატურა, პლასტმასის მილები, ელექტროსადენები, თაბაშირ-მუყაო).
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (მექანიკური ზემოქმედებისგან, სითხეებისგან, სიცივისა და სიცხისგან/ხანძრისგან და სხვა დაცვა).
  • მანქანა-დანადგარები (ნაწილობრივ. მაგ. აწევისთვის განკუთვნილი მოწყობილობები, ჯაჭვები, ღვედები და სხვა).
  • წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობები (მაგ. ცეცხლმაქრები, ჟანგბადის ბალონები და სხვა).

ამ საქონლის უსაფრთხოების კონტროლზე პასუხისმგებელი საჯარო უწყებაა სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექვემდებარება.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა ამჯერად სააგენტოდან გამოითხოვა 2021 წლის მე-4 კვარტალში განხორციელებული კონტროლის შედეგები და როგორც აღმოჩნდა, რაიმე საგრძნობი წინსვლა ამ მიმართულებით არ შეინიშნება:

  • კონტროლის მასშტაბები მცირეა.
  • ისევ არ არის მიღებული ნორმატიული აქტი, რომელიც სათამაშოებში ქიმიური ნივთიერებების ფართო სპექტრის რეგლამენტაციას მოახდენს, რის გარეშეც სათამაშოების უსაფრთხოების კონტროლი სრულფასოვანი ვერ იქნება.
  • სააგენტოს კვლავ არ გააჩნია საკუთარი ვებსაიტი და არც თავისი ფეისბუქის გვერდის მეშვეობით ავრცელებს ინფორმაციას. 

"კონტროლის მასშტაბებთან დაკავშირებით დავამატებთ, რომ სააგენტო ახორციელებს საბაჟოზე იმპორტით შემოსული პროდუქტების დოკუმენტურ ზედამხედველობას. ქვეყნის სავაჭრო ქსელში მცირე რაოდენობის პროდუქცია მოწმდება; კერძოდ, 2021 წ. მე-4 კვარტალში შემოწმდა: 40 სათამაშო, 22 სამშენებლო მასალა, 12 აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობა, 4 წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობა (ცეცხლმაქრი), 2 ინდივიდუალური დაცვის საშუალება (ხელთათმანი). მანქანა-დანადგარები საერთოდ არ შემოწმებულა.

ყველა შემთხვევაში, ერთის გარდა, მხოლოდ დოკუმენტების, ან/და ეტიკეტების შემოწმება განხორციელდა. მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხდა პროდუქტის (არმატურის) ფიზიკურ-მექანიკური და ქიმიური მახასიათებლების შემოწმება.

საბაჟოზე განხორციელებული კონტროლის შედეგად, იმპორტის პირველადი წინასწარი შეტყობინებებიდან უმრავლესობა არ დაკმაყოფილდა სათამაშოებზე, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობებზე და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებზე. დანარჩენი სახის საქონელზე კი წინასწარი შეტყობინებები უმეტესად თავიდანვე დაკმაყოფილდა.

ქვეყნის სავაჭრო ქსელის კონტროლის მცირე მასშტაბის მიუხედავად, უმეტეს შემთხვევებში, შემოწმებული საქონელი არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით წაყენებულ მოთხოვნებს, რის გამოც სააგენტომ შესაბამისი ნაწარმის რეალიზაციის დროებით შეჩერების (შეუსაბამობების გამოსწორებამდე), ან, გამოუსწორებლობის შემთხვევაში, საერთოდ აკრძალვის განკარგულებები გამოსცა.

საბოლოო დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში იმ პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლიც კი საკმარისად ვერ ჩაითვლება, რომელზეც სახელმწიფო ზედამხედველობაა დაწესებული, რომ აღარაფერი ვთქვათ სამომხმარებლო ნაწარმის აბსოლუტურ უმრავლესობაზე, რაზეც უსაფრთხოების მოთხოვნები საერთოდ არ არის დადგენილი და არ მოქმედებს სახელმწიფო კონტროლი.  აქვე განგიმარტავთ, რომ ამ ტერმინის ქვეშ ვგულისხმობთ ისეთ პროდუქციას, რომელსაც რიგითი მოქალაქეები პირადი საჭიროებისათვის ყიდულობენ ან იყენებენ/შეხება აქვთ. სახელმწიფო უწყებები ცალკე გამოყოფენ „სამომხმარებლო პროდუქტებს“ და „სამშენებლო და ინდუსტრიულ პროდუქტებს“, - აცხადებენ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში.

შეგახსენებთ,  2021 წლის 1 ივლისს საქართველოში უსაფრთხოების სავალდებულო მოთხოვნები ამოქმედდა სავაჭრო ქსელში განთავსებული შემდეგი პროდუქციისათვის:

  • სათამაშოები;
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (მექანიკური ზემოქმედებისგან, სითხეებისგან, სიცივისა და სიცხისგან/ხანძრისგან და სხვა დაცვა);
  • მანქანა-დანადგარები (ნაწილობრივ).

უფრო ადრე, 2019 წლიდან უსაფრთხოების მოთხოვნები ამოქმედდა შემდეგ პროდუქციაზე: სამშენებლო მასალები (ცემენტი, არმატურა, პლასტმასის მილები, ელექტროსადენები, თაბაშირ-მუყაო (ამ უკანასკნელზე 2021 წლიდან).


ცნობისთვის, 2021 წლის III კვარტალში შემოწმდა იმპორტით შემოსული 1553 დასახელების სათამაშო, საიდანაც 49.5%-მა ვერ ააკმაყოფილა ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები და არ მოხდა მათი დაშვება საქართველოს ბაზარზე განსათავსებლად.

ზედამხედველობის სააგენტომ განიხილა სამშენებლო პროდუქტების იმპორტის 2007 წინასწარი შეტყობინებება, საიდანაც დადებითი პასუხი გაეცა 1702 განცხადებას, ხოლო უარყოფითი - 305-ს.

სააგენტომ, ასევე, განახორციელა სავაჭრო ქსელში განთავსებული 34 პროდუქტის (სამშენებლო მასალები, მანქანა-დანადგარები) დოკუმენტური შემოწმება (მეტი ინფორმაცია იხილეთ დანართ N2-ში). ერთ შემთხვევაში გადამოწმდა, მოხდა თუ არა ადრე მიცემული მითითებით, საქონლის რეალიზაციის შეჩერება. ყველა დანარჩენ შემთხვევაში კი მეწარმეების წინაშე წაყენებულ იქნა მოთხოვნები საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ეს იმაზე მეტყველებს, რომ აღნიშნული პროდუქციის გაყიდვა საქართველოში ჯერჯერობით ძალზე მოუწესრიგებელია.

დამატებით სარეკომენდაციო შემოწმებები განხორციელდა 6 ეკონომიკური ოპერატორის მიერ ბაზარზე განთავსებულ აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობებზე (გაზის გამათბობლები, გაზქურები. მეტი ინფორმაცია იხილეთ დანართ N1-ში).

"აღსანიშნავია, რომ აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილებებთან დაკავშირებული უსაფრთხოების მოთხოვნები ჯერჯერობით სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. ასე რომ, სააგენტოს მიერ ამ პროდუქციის შემოწმებას მხოლოდ წინასწარი მომზადების დატვირთვა გააჩნია.

და ბოლოს, ჯერ კიდევ არ არის მიღებული ნორმატიული აქტი, რომელიც სათამაშოებში ქიმიური ნივთიერებების ფართო სპექტრის რეგლამენტაციას მოახდენს, რის გარეშეც სათამაშოების უსაფრთხოების კონტროლი სრულფასოვანი ვერ იქნება.

ასე რომ, რიგ პროდუქციაზე უსაფრთხოების კონტროლის ამოქმედების მიუხედავად, არ არის საკმარისი იმ პროდუქციის კონტროლის მასშტაბები, რომლებიც ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს უფლებამოსილებაში შედის.

შექმნილი მდგომარეობა დამშვიდების არანაირ საფუძველს არ იძლევა. მით უფრო, რომ საქართველოში სამომხმარებლო (არასასურსათო) ნაწარმის აბსოლუტური უმრავლესობის უსაფრთხოების მოთხოვნები საერთოდ არ არის დადგენილი და არ მოქმედებს სახელმწიფო კონტროლი," - დაასკვნა 2021 წლის მესამე კვარტალში ჩატარებული კვლევით საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა. 

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა 2021 წლის თებერვალში პარლამენტში პეტიციაც შეიტანა. თუმცა, ამას, როგორც ჩანს,  კონკრეტული შედეგები არ მოჰყოლია. 


ავტორი: ბელა გელაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up