ბაზარზე ვალუტის მიწოდება ჭარბი იქნება - „თიბისი კაპიტალი“ ლარის 2.80-იანი ნიშნულს პროგნოზირებს

ბაზარზე ვალუტის მიწოდება ჭარბი იქნება - „თიბისი კაპიტალი“ ლარის 2.80-იანი ნიშნულს პროგნოზირებს

access_time2022-10-11 09:00:40

თიბისი კაპიტალის ინარჩუნებს შეფასებას, რომ სავალუტო ბაზარზე ვალუტის მიწოდება უფრო ჭარბი იქნება, თუმცა ვიდრე დოლარის დასუსტებას არ ვიხილავთ, რაც მომდევნო თვეებში ნაკლებსავარაუდოა, ლარის დაახლოებით 2.80-იანი მაჩვენებელი კვლავ უფრო რელევანტურია, — ამის შესახებ „თიბისი კაპიალის“ ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული.


ორგანიზაციის ინფორმაციით, ინფლაციის გაუარესებული პროგნოზი ლარის კურსის მხარდამჭერი არგუმენტია. თუმცა, ამ მხრივ გასათავლისწინებელია, რომ ინფლაციის შემცირების მოლოდინებმა მართალია გადაიწია, თუმცა მხოლოდ შედარებით მცირედით. ასევე, საყურადღებოა მიმდინარე საერთაშორისო დინამიკაც და რეკორდულად გამყარებული დოლარი.


„2022 წელს, თიბისი კაპიტალის პროგნოზის მიხედვით, ეკონომიკის ზრდამ 10.6%-ს რომ მიაღწიოს, ეს ნიშნავს, რომ მომდევნო თვეებში წლიური ზრდა მაღალი იქნება, თუმცა ყოველთვიური სეზონურად შესწორებული მაჩვენებელი ეკონომიკური აქტივობის დანორმალიზებაზე მიუთითებს. ასევე, თიბისი კაპიტალის ვარაუდია, რომ წელს მაღალი საბაზო ეფექტისა და გლობალური ზრდის შემცირების გამო, მომავალ წელს საქართველოს ეკონომიკა 3.9%-ით გაიზრდება. შესაბამისად, მომსახურებისა და ზოგადად მოთხოვნის მხრიდან ინფლაციაზე ზეწოლაც თავის უფრო ბუნებრივ დონეს დაუბრუნდება.



მთლიანობაში, ზემოაღნიშნული არგუმენტების გამო, თიბისი კაპიტალის მიმდინარე წლის ინფლაციის პროგნოზი 7.4%-დან, 9.4%-მდე გაიზარდა. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების კუთხით. თიბისი კაპიტალის აზრით, რეფინანსირების განაკვეთის ეტაპობრივი შემცირება წლის ბოლოდან, მომდევნო წლის დასაწყისისათვის გადაიწევს. თიბისი კაპიტალის აზრით, გამკაცრება ნაკლებად სავარაუდოა, ვინაიდან მიმდინარე წელს დეკემბრის ინფლაცია 10.5%-თაც რომ განისაზღვროს, ეს ნიშნავს, რომ დარჩენილ თვეებში ყოველთვიური სეზონურად შესწორებული ინფლაცია სამიზნე ნიშნულზე იქნება“,— ნათქვამია განახლებაში.


აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ბიუჯეტში დოლარის კურსი 2.8462 ნიშნულით განისაზღვრა.


6 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.12 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8043 ლარი გახდა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up