2022 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან 353 835 850 ლარის შემოსავალი მიიღეს. ამის შესახებ სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კომერციული ბანკების ანგარიშგებაშია აღნიშნული.
ვალუტის ყიდვა-გაყიდვის შემოსავლიდან, ხუთეულში არსებული ბანკებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა „ბაზის ბანკს“ აქვს. თუ 2022 წლის ll კვარტალში აღნიშნული მონაცემი 12 374 488 ლარი იყო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მხოლოდ 215 275 ლარს შეადგენდა, რაც 5648%-იანი ზრდაა.
ვალუტის გაცვლიდან მიღებული შემოსავლის მოცულობის მიხედვით, დანარჩენი ტოპ ბანკების მონაცემები ასეთია:
საქართველოს ბანკი – 163 467 680 ლარი (2022 წლის ll კვარტალი), 51 226 790 ლარი (2021 წლის ll კვარტალი), ზრდა 219%.
თიბისი ბანკი – 123 903 522 ლარი (2022 წლის ll კვარტალი), 32 640 777 ლარი (2021 წლის ll კვარტალი), ზრდა 279%.
ლიბერთი ბანკი – 17 425 200 ლარი (2022 წლის ll კვარტალი), ზარალი 4 495 132 ლარი (2021 წლის ll კვარტალი).
პროკრედიტ ბანკი – 13 069 427 ლარი (2022 წლის ll კვარტალი), 4 338 657 ლარი (2021 წლის ll კვარტალი).
2022 წლის მეორე კვარტალში ბაზარზე სულ 14 კომერციული ბანკი ოპერირებდა.