კომერციული ბანკებისთვის შემოსავლის მთავარ წყაროს გაცემულ სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი წარმოადგენს. 2022 წლის 8 თვის მონაცემებით, 14 ქართული კომერციული ბანკის მთლიანი საპროცენტო შემოსავალი 3,691 მლრდ ლარია, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 500 მლნ. ლარზე მეტით აჭარბებს.
მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში ყველაზე მეტი 1.39 მლრდ ლარის საპროცენტო შემოსავალი „საქართველოს ბანკს“ აქვს, მეორე და მესამე ადგილს კი შესაბამისად „თიბისი ბანკი“ და „ლიბერთი ბანკი“ ინაწილებენ.
კომერციული ბანკების მთლიანი საპროცენტო შემოსავალი ასეთია:
საქართველოს ბანკი — 1,39 მლრდ. ლარი (2021 წლის 8 თვეში 1 მლრდ ლარი იყო)
თიბისი ბანკი — 1,28 მლრდ. ლარი (2021 წლის 8 თვეში 1,1 მლრდ ლარი იყო)
ლიბერთი ბანკი — 280,8 მლნ. ლარი (2021 წლის 8 თვეში 236 მლნ ლარი იყო)
კრედო ბანკი — 219,97 მლნ. ლარი (2021 წლის 8 თვეში 161,4 მლნ ლარი იყო)
ბაზის ბანკი — 150,2 მლნ. ლარი (2021 წლის 8 თვეში 83.9 მლნ ლარი იყო)
ტერა ბანკი — 85,56 მლნ. ლარი
პროკრედიტ ბანკი — 74,99 მლნ. ლარი
ქართუ ბანკი — 61,79 მლნ. ლარი
ვითიბი ბანკი — 53,986 მლნ. ლარი
ხალიკ ბანკი — 43,418 მლნ. ლარი
პაშა ბანკი — 26,219 მლნ. ლარი
იშ ბანკი — 18,1 მლნ. ლარი
ზირაათ ბანკი — 8,1 მლნ. ლარი
სილქროუდ ბანკი — 3,97 მლნ. ლარი