კომერციული ბანკებისთვის შემოსავლის მთავარ წყაროს გაცემულ სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი წარმოადგენს. სებ-ის სტატისტიკით, ბანკების დაკრედიტების წლიური ზრდა (იანვარი) 13.3%-ია და 44.79 მლრდ ლარს შეადგენს.
2022 წლის ბოლოს სესხებიდან ყველაზე მეტი 2.16 მლრდ ლარის საპროცენტო შემოსავალი „საქართველოს ბანკს“ ჰქონდა, მეორე და მესამე ადგილს კი შესაბამისად „თიბისი ბანკი“ და „ლიბერთი ბანკი“ ინაწილებენ.
TOP 5 კომერციული ბანკის მთლიანი საპროცენტო შემოსავალი 2022 წლის დეკემბრის მონაცემებით ასეთია:
საქართველოს ბანკი — 2,162,503,448 ლარი (2021 წლის 12 თვეში 1,742,042,771 ლარი იყო), ზრდა 24%.
თიბისი ბანკი — 2,003,110,349 ლარი (2021 წლის 12 თვეში 1,704,286,947 ლარი იყო), ზრდა 17.5%.
ლიბერთი ბანკი — 436,789,838 ლარი (2021 წლის 12 თვეში 362,698,870 ლარი იყო), ზრდა 20.4%.
კრედო ბანკი — 337,202,240 ლარი (2021 წლის 12 თვეში 273,957,462 ლარი იყო), ზრდა 23.4%.
ბაზის ბანკი — 111,895,846 ლარი (2021 წლის 12 თვეში 66,449,564 ლარი იყო), ზრდა 68%.