კომერციული ბანკებისთვის შემოსავლის მთავარ წყაროს გაცემულ სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი წარმოადგენს. 2022 წლის 9 თვის მონაცემებით, 14 ქართული კომერციული ბანკის მთლიანი საპროცენტო შემოსავალი 4 მლრდ ლარამდეა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს დაახლოებით 500 მლნ. ლარით აჭარბებს.
მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში ყველაზე მეტი 1.57 მლრდ ლარის საპროცენტო შემოსავალი „საქართველოს ბანკს“ აქვს, მეორე და მესამე ადგილს კი შესაბამისად „თიბისი ბანკი“ და „ლიბერთი ბანკი“ ინაწილებენ.
TOP 5 კომერციული ბანკის მთლიანი საპროცენტო შემოსავალი ასეთია:
საქართველოს ბანკი — 1,573,656,839 ლარი (2021 წლის 9 თვეში 1,246,350,018 ლარი იყო), ზრდა 25%.
თიბისი ბანკი — 1,451,193,134 ლარი (2021 წლის 9 თვეში 1,254,249,433 ლარი იყო), ზრდა 16%.
ლიბერთი ბანკი — 318,485,671 ლარი (2021 წლის 9 თვეში 266,854,148 ლარი იყო), ზრდა 19%.
კრედო ბანკი — 248,681,988 მლნ. ლარი (2021 წლის 9 თვეში 182,976,713 ლარი იყო), ზრდა 36%.
ბაზის ბანკი — 173,027,359 ლარი (2021 წლის 9 თვეში 95,088,845 ლარი იყო), ზრდა 82%.