„ბაზისბანკის“ 3-ჯერ დიდი მოგება და „ლიბერთის“ გაზრდილი აქტივები - როგორ შეცვალა „ვითიბის“ პორტფელის გასხვისებამ ქართული ბანკების რეიტინგი?

„ბაზისბანკის“ 3-ჯერ დიდი მოგება და „ლიბერთის“ გაზრდილი აქტივები - როგორ შეცვალა „ვითიბის“ პორტფელის გასხვისებამ ქართული ბანკების რეიტინგი?

access_time2022-07-19 11:00:31

„ვითიბი ბანკი საქართველო“ იმ რუსულ ბანკებს შორის მოხვდა, რომლებზეც რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები გავრცელდა. სანქციების ამოქმედებიდან რამდენიმე დღეში „ვითიბი ბანკი საქართველომ“ საცალო ბიზნეს პორტფელი და მსხვილი ბიზნეს პორტფელის ნაწილი „ბაზისბანკზე“ გაასხვისა, ერთ კვირაში კი „ლიბერთი ბანკმა“ „ვითიბი ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელი გადაიბარა. 


„ვითიბი ბანკის“ პორტფელის ორ ბანკზე გადანაწილებამ, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, როგორც სანქცირებული ბანკის, ასევე ზოგადად საბანკო სექტორის მოთამაშეებზე, განსაკუთრებით „ბაზისბანკის“ და „ლიბერთი ბანკის“ პორტფელებზე. ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკების პირველი კვარტლის ანგარიშგებების მიხედვით, „ვითიბის“ ზარალმა 24,192,626 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მისი მოგება 5,142,650 ლარი იყო. პორტფელის გასხვისების შემდეგ „ვითიბი“ ბანკის მთლიანი აქტივები მხოლოდ 501,959,297 ლარს შეადგენს (2021 წლის I კვარტალში 2,112,702,186 ლარი იყო). 2022 წლის I კვარტალში ბანკს მხოლოდ 346,616,573 ლარის მთლიანი სესხები აქვს დარჩენილი (2021 წლის I კვარტალში 1,457,070,632 ლარი იყო), მაშინ როდესაც გასულ კვარტლებში ის ტოპ 5-ში შედიოდა. მთლიანი სესხების კლების ტემპმა 77. 66% შეადგინა.


მნიშვნელოვნად შეიცვალა „ბაზისბანკის“ მაჩვენებლები. 2022 წლის I კვარტლის ფინანსური მონაცემების მიხედვით, „ბაზისბანკის“ მოგება 3-ჯერ გაიზარდა და 21,211,200 ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მისი წმინდა მოგება მხოლოდ 7,155,029 ლარი იყო. მნიშვნელოვნად გაიზარდა აქტივების მოცულობაც, თუ გასული წლის პირველ კვარტალში ის 1,704,860,635 ლარი იყო, წელს უკვე 2,818,879,269 ლარი გახდა. რაც შეეხება საკრედიტო პორტფელს, I კვარტალში „ბაზისბანკს“ 1,990,023,113 ლარის მთლიანი სესხები ჰქონდა, გასულ წელს კი 1,095,158,455 ლარის, ამ მაჩვენებლით ის მეოთხე ადგილზეა, როდესაც წინა წლებში მეექვსე-მეშვიდე ადგილს სჯერდებოდა.



რაც შეეხება „ლიბერთი ბანკის“ პირველი კვარტლის მონაცემებს, საანგარიშო პერიოდში მისი წმინდა მოგება 10,628,688 ლარიდან 16,464,926 ლარამდე გაიზარდა. 2022 წლის პირველ კვარტალში ბანკის აქტივები 3,250,392,528 ლარი იყო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2,728,384,551 ლარი. რაც შეეხება სესხებს, ბანკის მთლიანი სესხები შარშანდელი 1,775,423,599 ლარიდან, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 2,276,287,195 ლარამდე გაიზარდა და სექტორში მესამე ადგილი უფრო მყარად დაიკავა.


ამჟამად ქვეყანაში სულ 14 კომერციული ბანკი მოქმედებს, თუმცა მათი რიცხვი მომავალში შესაძლოა 13-მდეც შემცირდეს, რადგანაც რუსული „ვითიბი“ ქართული ბაზრიდან სრულად გასვლის შესაძლებლობას განიხილავს, ამის შესახებ განცხადება ერთი თვის წინ ბანკის ხელმძღვანელმა ანდრეი კოსტინიმ გააკეთა. მისი თქმით, ბანკი თავის პოზიციებს მხოლოდ საქართველოში თმობს და ქვეყნიდან გადის, თუმცა არ გამოიკვეთა ბანკი იყიდება თუ გაკოტრების რეჟიმში გადადის. კოსტინის განცხადების მიუხედავად, „კომერსანტს“ საბანკო ასოციაციაში „ვითიბის“ ბაზრიდან გასვლის შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ ბანკი აგრძელებს „ვითიბის“ ლიცენზიით ფუნქციონირებას.


მიუხედავად იმისა, რომ უკვე ოთხი თვეა როგორც ეროვნულ ბანკში ასევე „ბანკების ასოციაციაში“ აქტიურად საუბრობენ „ვითიბი ბანკის“ ინვესტორებით დაინტერესების შესახებ, ერთადერთი სანქცირებული ბანკი საქართველოში შეზღუდული ტრანზაქციებით და მომსახურებებით აგრძელებს ფუნქციონირებას და ჯერჯერობით ლიცენზიასაც ინარჩუნებს.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up