ბაზისბანკის და მიჰაუსის საახალწლო შეთავაზებები მომხმარებელს

ბაზისბანკის და მიჰაუსის საახალწლო შეთავაზებები მომხმარებელს

access_time2022-12-16 11:07:14

ბაზისბანკი, მომხმარებლებს, სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტ მიჰაუსთან ერთად, ექსკლუზიურ საახალწლო შეთავაზებას სთავაზობს.


16 დეკემბრიდან, ბაზისბანკში სამომხმარებლო ან იპოთეკური სესხით სარგებლობისას, მომხმარებელი ჰიპერმარკეტ მიჰაუსისგან საახალწლო საჩუქრებს მიიღებს.


20,000-დან 100,000 ლარამდე სამომხმარებლო სესხის აღების შემთხვევაში, მიჰაუსის 500 ლარიანი ვაუჩერი და 5%-ანი ფასდაკლების ბარათია გათვალისწინებული.


100,000 ლარიდან იპოთეკური სესხის აღების შემთხვევაში კი, 1,000 ლარიანი ვაუჩერით და 10%-ანი ფასდაკლების ბარათით დასაჩუქრდება.


16 დეკემბრიდან - 14 იანვრამდე, ბაზისბანკის იპოთეკური სესხით სარგებლობის შემთხვევაში, ლარში, მომხმარებელს საახალწლო შეთავაზებები ელოდება:



• 10 წლამდე ვადით - ნომინალური 11,75%-დან, ეფექტური 14.28%-დან
• 15 წლამდე ვადით - ნომინალური - 12%-დან, ეფექტური - 14.55%-დან
• 20 წლამდე ვადით - ნომინალური - 12.25 %-დან, ეფექტური - 13.22%-დან


„ჩვენს მომხმარებელს, საახალწლოდ, სპეციალურ შეთავაზებას ვუკეთებთ და სამომხმარებლო ან იპოთეკური სესხით სარგებლობისას, ჰიპერმარკეტ მიჰაუსის ვაუჩერებითა და ფასდაკლების ბარათებით დავასაჩუქრებთ. ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია და ამ პერიოდში ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების შეძენა, ბინის ყიდვა, გარემონტება ან საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა განსაკუთრებით აქტუალურია. ჩვენ კი, როგორც ყველაზე სანდო ფინანსური პარტნიორი, სესხებზე ყველაზე მოქნილ და კონკურენტუნარიან პირობებს და უამრავ საახალწლო საჩუქარს ვთავაზობთ.“ - ბაზისბანკის პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მარეხ საჯაია.


(R)



თეგები:
ბაზისბანკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up