ბაზისბანკის ინვესტიციით გერმანული დიაგნოსტიკური ცენტრი დოიჩეს დიაგნოსტიკუმ ახალ მასშტაბებს აღწევს

ბაზისბანკის ინვესტიციით გერმანული დიაგნოსტიკური ცენტრი დოიჩეს დიაგნოსტიკუმ ახალ მასშტაბებს აღწევს

access_time2022-09-22 10:45:52

ბაზისბანკი აგრძელებს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას. ბანკის მიერ საქართველოში პირველი გერმანული დიაგნოსტიკური ცენტრი დოიჩეს დიაგნოსტიკუმ • Deutsches Diagnosticum დაფინანსდა.


ბაზისბანკის მიერ დოიჩეს დიაგნოსტიკუმისთვის  გაცემულმა ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 1.2 მილიონი ლარი შეადგინა. აღნიშნული ინვესტიციით გერმანული სამედიცინო  ცენტრი სრულად აღიჭურვა ულტრათანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ლაბორატორიის, სონოგრაფიისა და ტელე-მედიცინისათვის საჭირო ყველა უახლესი აპარატურით.


დოიჩეს დიაგნოსტიკუმ პირველი გერმანული დიაგნოსტიკური ცენტრია საქართველოში, რომელიც პაციენტებს ქვეყნიდან გაუსვლელად, ერთ სივრცეში სთავაზობს გერმანული სტანდარტის სამედიცინო ექსპერტიზას: ლაბორატორიული, ტელე-რადიოლოგიური და ტელემედიცინის  პაკეტური სერვისების ერთობლიობით და გულისხმობს, როგორც პირველად ისე ალტერნატიულ და მეორად დიაგნოსტიცირებას კომპლექსური, მრავალპროფილური და მაღალკვალიფიციური  კვლევების საფუძველზე.


გერმანული სამედიცინი ცენტრი დოიჩეს დიაგნოსტიკუმ მჭიდროდ  თანამშრომლობს გერმანიის  საერთაშორისო სერთიფიცირების ლაბორატორიებთან და სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებთან, აგრეთვე უდიდესი რადიოლოგიური ცენტრების გაერთიანებასთან და საუნივერსიტეტო და აკადემიური კლინიკების პროფესურასთან.  ცენტრი პაციენტებს სთავაზობს  მომსახურებას შემდეგი მიმართულებებით: ლაბორატორიული კვლევები, ტელე-რადიოლოგია და ტელემედიცინა - კონსულტაციები  პირდაპირი ჩართვებით გერმანიის წამყვანი კლინიკების პროფილურ ექსპერტ-სპეციალისტებთან.


 აღსანიშნავია კიდევ ერთი მიმართულების  აქტივობა,  რომელსაც დოიჩეს დიაგნოსტიკუმ ახორციელებს. ეს არის  ტრეინინგ ცენტრის შექმნა. ცენტრის მოწვევით, გერმანელი ექსპერტები ქართველი ექიმებისთვის ატარებენ პრაქტიკულ და თეორიულ ტრეინინგ კურსებს. კერძოდ სულ ცოტა ხნის წინ  გერმანიიდან მოწვეულმა ულტრასონოგრაფისტმა დირკ ანდრე კლევერტმა  ქართველი კოლეგებისთვის ჩაატარა ევროპის სონოგრაფიის ასოციაციის მიერ აღიარებული სერტიფიცირებული ტრენინგები, რომლის შემდეგაც ქართველ სონოგრაფისტებს საზეიმოდ გადაეცათ კურსის დამადასტურებელი სერთიფიკატები.



,,სამედიცინო ცენტრი დოიჩეს დიაგნოსტიკუმ წარმოადგენს პირველ გერმანულ სამედიცინო ცენტრს ქართულ სამედიცინო სივრცეში და აერთიანებს, როგორც დიაგნოსტიცირების და მკურნალობის , ისე დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის  თეორიულ და  პრაქტიკულ  გერმანულ სამედიცინო გამოცდილებას. ამ ერთობლიობის გათვალისწინებით, ერთის მხრივ პაციენტების კომფორტზე ორიენტირებული, მულტიპროფილური, მობილური და ხარჯთეფექტიანი  სამედიცინო სერვისების მიწოდება ქვეყნიდან გაუსვლელად  და მეორეს მხრივ ქართული სამედიცინო საზოგადოებისთვის  გაზიარებული უნიკალური შესაძლებლობები და   გამოცდილება  გვაძლევს   იმედიან პერსპექტივას , რომ  ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობით და    პარტნიორული   ხელშეწყობით მიღწეულ იქნება საერთო მიზანი, რასაც საერთაშორისო სტანდარტით  მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა გულისხმობს.” - განაცხადა დოიჩეს გიაგნოსტიკუმის გენერალურმა დირექტორმა და სამედიცინო მიმართულების ხელმძღვანელმა  გიორგი გრიგოლიამ.


„ბაზისბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ  მიმართულებას ჯანდაცვის სფეროში ინვესტირება წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ შედგა თანამშრომლობა ბანკსა და დოიჩეს დიაგნოსტიკუმს შორის. მსგავსი თანამშრომლობა ხელს უწყობს გრძელვადიან პერსპექტივაში  პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას და გაღრმავებას, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბიზნესის წარმატებისთვის.“ -  განაცხადა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა  გიორგი გაბუნიამ.

 

 (R)

 



 

 

 

 

 

 


თეგები:
ბაზისბანკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up