ბაზისბანკის ინვესტიციით ყვარელში კაკლის ბაღები გაშენდა

ბაზისბანკის ინვესტიციით ყვარელში კაკლის ბაღები გაშენდა

access_time2022-10-19 11:44:34

ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის და სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავლის“ ფარგლებში, ყვარლის რაიონ სოფელ ბალღოჯიანში კაკლის ბაღების გასაშენებლად მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა.


პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 182,000 ლარი შეადგინა, აქედან ბაზისბანკის მიერ გაცემული ინვესტიციის მოცულობა 137,000 ლარია, ხოლო სხვაობა სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავლის“ ფარგლებში დაფინანსდა.


პარტნიორობის ფარგლებში, კაკლის ბაღები 18 ჰექტარზე გაშენდა და სრულად მოეწყო წვეთოვანი სარწყავი სისტემა. ამჟამად კაკალი უკვე მოსავლიანია და 2023 წელს 50 ტონამდე მოსავალს მიიღებს, ხოლო მომდევნო წლებში წარმადობა ეტაპობრივად გაიზრდება. პირველ ეტაპზე, პროდუქციის რეალიზება სრულად ქართულ ბაზარზე მოხდება, ხოლო წარმადობის ზრდასთან ერთად, ასევე საზღვარგარეთის ბაზრებზე განხორციელდება. ბაღებში სრულად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.



მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბაზისბანკსა და აგრო მეწარმეს შორის პარტნიორული თანამშრომლობა 2013 წლიდან დაიწყო. მეურნეობის გაფართოების მიზნით, თანამშრომლობის პერიოდში, ბაზისბანკის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციის მოცულობამ ჯამში 600,000 ლარამდე შეადგინა.


„ბაზისბანკთან ჩვენი პარტნიორობა წლების წინ დაიწყო. ბანკის ფინანსური ჩართულობითა და შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, 2013 წელს საფერავის ჯიშის ვენახები 4 ჰექტარზე გავაშენეთ. უკვე არსებულ ვენახებში დაფინანსდა ძირითადი საშუალებების შეძენა, განვაახლეთ არსებული ვენახები,  შემოიღობა ბაღები და მოეწყო წვეთოვანი სისტემები, შევიძინეთ სოფლის მეურნეობის უახლესი ტექნიკა. ასევე მოვაწყეთ საოჯახო მარანი“ - აღნიშნა ინდ. მეწარმე გიორგი პაპუაშვილმა.


„მუდმივად ვავითარებთ თანაშრომლობას სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ პირებთან და კომპანიებთან, რითიც ხელს ვუწყობთ ფერმერული მეურნეობების განვითარებას და ვქმნით ახალ შესაძლებლობებს ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის. წარმატებებს ვუსურვებთ მეწარმეს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება და ახალ მასშტაბებს მიაღწევს. ყოველთვის მზად ვართ ფინანსური დახმარება გავუწიოთ სოფლის მეურნეობის სექტორს ყველა მიმართულებით.“ - განაცხადა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა გიორგი გაბუნიამ.



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up