ბაზისბანკის მხარდაჭერით მსხვილფეხა საქონლის ფერმის მშენებლობა დაფინანსდა

ბაზისბანკის მხარდაჭერით მსხვილფეხა საქონლის ფერმის მშენებლობა დაფინანსდა

access_time2022-12-14 10:33:30

ბაზისბანკი, როგორც ქართული ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აქტიურად აგრძელებს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერას. ამჯერად, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, ფერმერული მეურნეობის მხარდასაჭერად, შპს დორანი ფერმა, 1.5 მილიონი ლარის ოდენობით დაფინანსდა.


ბაზისბანკის მიერ განხორციელებული ფინანსური ჩართულობით, ახმეტის რაიონ სოფელ მატანში, აშენდა და კეთილმოეწყო მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა საქონლის ფერმა, ასევე, საქონლის კომბინირებული საკვების მოსამზადებელი კომპლექსი და საწველი სივრცე. ფერმაში დამონტაჟდა სამაცივრე რეზერვუარები.
შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში,კომპანიამ, გერმანიიდან 100 ერთეულამდე შვიცის ჯიშის მაღალპ როდუქტიული მსხვილფეხა საქონელი ჩამოიყვანა. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს რძისა და ყველის პროდუქტების ქართულ მწარმოებლებთან და, ყოველდღიურ რეჟიმში,ახორციელებს რძის ჩაბარებას.
„მესაქონლეობის წამოწყების იდეამდე, სოფლის მეურნეობასთან შეხება არ მქონია. პარტნიორებთან ერთად, ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით, დავიწყეთ ფერმის მშენებლობა. ძირითადი ბლოკების აშენების დასრულების შემდგომ, უკვე მზად ვიყავით საქონლის მისაღებად და ძირითადად შვიცბრაუნის ჯიშის მაღალპროდუქტიული მერძეული საქონელი ჩამოვიყვანეთ. ამ ეტაპზე, დღე-ღამეში 3 ტონამდე უმაღლესი სტანდარტების შესაბამის რძეს ვიღებთ და სამომავლოდ ამ მაჩვენებლის ზრდასგვეგმავთ.“ - აღნიშნა დორანი ფერმის დირექტორმა, მამუკა წილოსანმა.


„ბაზისბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული პირებისა და კომპანიების მხარდაჭერა და ფერმერული მეურნეობების განვითარება წარმოადგენს. ვქმნით ახალ შესაძლებლობებს ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის.ეკონომიკურად გამართული ყოველი ახალი პროექტი და შექმნილი ახალი სამუშაო ადგილები ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი და დორანი ფერმის პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება და ახალ მასშტაბებს მიაღწევს.“ - განაცხადა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ.



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up