ბაზისბანკის მხარდაჭერით ყვარელში ალკოჰოლური სასმელების საწარმო დაფინანსდა

ბაზისბანკის მხარდაჭერით ყვარელში ალკოჰოლური სასმელების საწარმო დაფინანსდა

access_time2022-11-17 10:58:52

ბაზისბანკი აგრძელებს აგრო მეწარმეების დაფინანსებას. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით და შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტის ფარგლებში, ყვარლის რაიონ სოფელ შილდაში, არყის სახდელი ქარხნა და საოჯახო მარანი აშენდა. აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად, ბაზისბანკის მიერ, 220,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.


ბაზისბანკსა და აგრო მეწარმეს შორის პარტნიორული თანამშრომლობა 2013 წლიდან იღებს სათავეს. ფერმერი საკუთარ 10 ჰა საფერავის ვენახებს ფლობდა, ხოლო ბაზისბანკის ინვესტიციით, ნეკრესის მონასტრის ფერდობზე, 5 ჰა ფართობზე დამატებით გააშენა საფერავის ჯიშის ვენახი. მეურნეობის გაფართოების, სოფლის მეურნეობის სპეცტექნიკის შესაძენად და საბრუნავი საშუალებებისათვის, თანამშრომლობის პერიოდში, ბაზისბანკის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციის მოცულობამ ჯამში 2 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.


ამჟამად, ვენახები უკვე სრულმოსავლიანია და პროდუქციის რეალიზება ქართულ ბაზარზე ხორციელდება. მეურნეობაში და საწარმოებში სრულად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.



„ბაზისბანკთან ჩვენი პარტნიორობა წლების წინ დაიწყო. ბანკის ფინანსური ჩართულობითა და შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, 2013 წელს, საფერავის ჯიშის ვენახები 5 ჰექტარზე გავაშენეთ. ბიზნესის გაფართოების საჭიროებებიდან გამომდინარე, უკვე არსებულ ვენახებში, ბაზისბანკის მიერ, ყოველწლიურად ფინანსდება საბრუნავი საშუალებები, შევიძინეთ სოფლის მეურნეობის უახლესი ტექნიკა, მოვაწყეთ არყის და ღვინის საწარმო და მარანი.“ - აღნიშნა ინდ. მეწარმე დავით ლაფაჩიშვილმა.


„მუდმივად მზად ვართ მხარი დავუჭიროთ სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ პირებსა და კომპანიებთან თანაშრომლობას და ხელი შევუწყოთ ფერმერული მეურნეობების განვითარებას. ვქმნით ახალ შესაძლებლობებს ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის. ეკონომიკურად გამართული ყოველი ახალი პროექტი და შექმნილი ახალი სამუშაო ადგილები ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება და ახალ მასშტაბებს მიაღწევს.“ - განაცხადა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ.


(R)


თეგები:
ბაზისბანკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up