ბაზისბანკის წმინდა მოგება 633%-ით გაიზარდა

ბაზისბანკის წმინდა მოგება 633%-ით გაიზარდა

access_time2022-02-02 15:00:31

კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ, 2000%-იანი ზრდის შემდეგ, 2021 წელს 2 მლრდ ლარს გადააჭარბა, აქტივებმა 60 მლრდ-ს, დეპოზიტების მოცულობამ 38 მლრდ-ს და დაკრედიტების მოცულობამ 43 მლრდ-ს. გიგანტების გარდა, ზრდა შედარებით მცირე ბანკებმაც აჩვენეს, მათ შორის იყო ბაზისბანკიც, რომელმაც პირველ პანდემიურ წელთან შედარებით, აქტივების შემცირების მიუხედავად, კაპიტალზე უკუგებისა და მოგების მიმართულებით მდგომარეობა გაიუმჯობესა. მისი წმინდა მოგება 633%-ით გაიზარდა და 43 მლნ ლარს გადააჭარბა.

 

ბაზისბანკის ძირითადი პირველადი კაპიტალი მეოთხე კვარტალში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით 275 მლნ ლარამდე გაიზარდა, საზედამხედველო კაპიტალი 15%-ით 307 მლნ-მდე.

 

მკვეთრად 6.4-ჯერ 2.5%-დან 16.4%-მდე გაიზარდა კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტი (ROE) აქტივებზე უკუგების კოეფიციენტი (ROA) კი კიდევ უფრო მეტად 7.3-ჯერ 0.4%-დან 2.5%-მდე. მთლიან სესხებთან მიმართებაში უმოქმედო სესხების წილი კი პირიქით 7.7%-დან 5.4%-მდე შემცირდა.

 

კონკურენტებისგან განსხვავებით, ბაზისბანკის მთლიანი აქტივები 6.9%-ით 1.868 მლრდ ლარამდე შემცირდა. კლება შეინიშნებოდა ნაღდი ფულის, ეროვნულ ბანკში განთავსებული ფულადი სახსრებისა და დასაკუთრებული უძრავი ქონების მიმართულებით.


 

მიმდინარე დეპოზიტები (ანგარიშები) 16%-ით 235 მლნ-მდე შემცირდა, ვადიანი დეპოზიტები 9%-ით 403 მლნ-მდე, მოთხოვნამდე დეპოზიტები კი პირიქით 14%-ით 235 მლნ-მდე გაიზარდა. 15%-ით 1.255 მლნ-მდეა გაზრდილი მთლიანი სესხებიც.

 

2021 წელს ბაზის ბანკმა სესხებიდან საპროცენტო შემოსავლის სახით 107 მლნ ლარი მიიღო, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 14.5%-ით აღემატება. მნიშვნელოვნად 53%-ით 2.496 მლნ ლარამდე გაზრდილი საკომისიოებიდან მიღებული შემოსავალი. ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალი კი 8%-ით 2.057 მლნ ლარამდე შემცირდა.

 

გადასახადების გადახდამდე ბაზისბანკმა 48.667 მლ ლარიანი მოგება დაწერა - 893%-ით მეტი ვიდრე 2020 წელს, გადასახადების გადახდის შემდეგ კი წმინდა მოგებამ 43.753 მლნ ლარი შეადგინა რაც იმავე 2020 წელთან შედარებით 633%-ით მეტია.

 

როგორც ბაზისბანკის, ასევე სხვა ბანკების შემთხვევაში მოგების ასეთი მკვეთრი ზრდის მიზეზი საბაზისო წელია. 2020 წელს ბანკებმა კონსერვატიული მიდგომის გათვალისწინებით აუცილებელ მინიმუმზე ბევრად მეტი თანხა დაარეზერვეს, რითაც ბუღალტრული მოგება შეიმცირეს, დიდწილად სწორედ ამიტომ 2021 წელს საბაკო სექტორმა 2021 წელს მოგების 2000%-იანი ზრდა აჩვენა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up