ბაზისბანკმა სრულად აღადგინა პანდემიამდე არსებული კაპიტალის მოთხოვნები!

ბაზისბანკმა სრულად აღადგინა პანდემიამდე არსებული კაპიტალის მოთხოვნები!

access_time2021-11-01 11:55:28

2020 წლის დასაწყისში, COVID-19-ის გავრცელების შედეგად გაზრდილი საკრედიტო რისკების სამართავად და პანდემიით გამოწვეული უარყოფითი ფინანსური ეფექტების შემცირების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საზედამხედველო გეგმის ფარგლებში,  კომერციულ ბანკებს  კაპიტალის ბუფერების გამოყენების უფლება მისცა. მოთხოვნის შემსუბუქება კომერციულ ბანკებზე ფინანსური სტრესით გამოწვეული ზარალების განეიტრალებასა და საზედამხედველო ტვირთის შემცირებას ემსახურებოდა, რამაც საშუალება მისცა ბანკებს, შეუფერხებლად გაეგრძელებინათ ეკონომიკის დაკრედიტება.  

მიუხედავად იმისა, რომ ამ შეღავათების ეტაპობრივი აღდგენა 2023 წლის ბოლოსთვის იგეგმება, ბაზისბანკმა ოქტომბერში მიმართა საქართველოს ეროვნულ ბანკს და ვადაზე ადრე  თქვა უარი მინიჭებულ შეღავათებზე.  

„ჩვენთვის საამაყოა, რომ ბაზისბანკის საკრედიტო პორტფელის ხარისხი და კაპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებელი შესაძლებლობას გვაძლევს, უკვე 2021 წლის 31 ოქტომბრიდან ვთქვათ უარი, კომერციული ბანკებისათვის დაწესებული შეღავათებით სარგებლობაზე. პანდემია არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელსაც ბბ ჰოლდინგი წარმატებით უმკლავდება. მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი სერვისები და  პროდუქტები მაქსიმალურად მივუსადაგოთ სწორედ კლიენტთა მოთხოვნებსა და საჭიროებებს;  ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ 28 წელია განუხრელად მიყვება სტაბილური განვითარების გზას“ - განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ.

ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით,  9 თვის შედეგებით, ბაზისბანკი აქტივების მოცულობით მე 6 ადგილს იკავებს, მოგებით - მე 5, ხოლო სააქციო კაპიტალით – მე 4 ადგილზეა. რაც შეეხება კაპიტალის ადექვატურობის მაჩვენებელს, ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და 19,09 % შეადგენს.



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up