იმპორტის დივერსიფიცირების მიუხედავად საქართველოში ბენზინის ფასის ერთგვაროვნება ეჭვებს ბადებს - გიორგი აბაშიშვილი

იმპორტის დივერსიფიცირების მიუხედავად საქართველოში ბენზინის ფასის ერთგვაროვნება ეჭვებს ბადებს - გიორგი აბაშიშვილი

access_time2022-05-06 11:00:31

საქართველოში საწვავზე არაკონკურენტული ფასები, იმპორტის მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ანალიზისას, ერთ-ერთი ყურადსაღები საკითხია. ფაქტია, რომ ადგილობრივ ბაზარზე საწვავი ძვირდება იმ ფონზეც, როცა მომწოდებლები ფასებს ამცირებენ და ეროვნული ვალუტაც საკმაოდ მყარადაა. როგორც „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი განმარტავს, ბაზარი უფრო ოლიგოპოლიურ ქცევაზეა ორიენტირებული და ფასებიც არაკონკურენტულია, რაც სერიოზულ ეჭვებს აღძრავს.

 

,,საავტომობილო საწვავის ბაზრის ირგვლივ უამრავი კითხვა ჩნდება. თუნდაც იმ დაშვებით, რომ ფასების პოლიტიკას არ შევეხოთ და მხოლოდ ბაზრის სტრუქტურაზე ვისაუბროთ.  ის ფაქტი, რომ ბაზარი უფრო მეტად ოლიგოპოლიურ ქცევაზეა ორიენტირებული, მარტივი დაკვირვებაც ჩანს. 26-დან  5 ეკონომიკური აგენტის წილი 74 პროცენტს რომ შეადგენს,  ეს უკვე დამაფიქრებელია. ფაქტია, რომ ბაზარი სრულად კონკურენტული არ არის და შესაბამისად, მაღალი ეჭვები შეიძლება იყოს სხვადასხვა პოტენციური შესაძლო არაკონკურენტული ქცევის. რაც შეეხება ფასებზე საუბარს, გვესმის მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდა, თუმცა, ფაქტია, რომ იმპორტი დივერსიფიცირებულია და გონივრულ ეჭვს აჩენს საქართველოში საცალო ბაზარზე უმრავლეს კომპანიებში საწვავის გასაყიდი ფასის საკმაოდ ნათელი ერთგვაროვნება. ამასთან, „ლეგენდა“, რომ  საწვავის ბაზარზე რუსეთია ძირითადი მომწოდებელი,  მგონი,  უნდა დასრულდეს“, - აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.


კერძოდ, როგორც „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი განმარტავს, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში ნავთობპროდუქტების  მომწოდებლებიდან  რეალურად 21 პროცენტამდეა რუსეთის წილი და თითქმის 80 პროცენტი სრულიად სხვა ქვეყნებს უჭირავთ. მათ შორის 50 პროცენტამდე საწვავის იმპორტი ევროკავშირიდან ხორციელდება.



,,გასათვალისწინებელია ისიც, რომ თვეზე მეტია საწვავის მომწოდებელ ქვეყნებში ფასების კლება შეინიშნება, განსხვავებით საქართველოსგან, სადაც ფასი მიმდინარე წლის დასაწყისიდან 70-80 თეთრით გაიზარდა. რეალობაში ჩვენ გვჭირდება თუნდაც არა დროებით კოსმეტიკური ფასების კლება, არამედ ამომწურავი ინფორმაცია საწვავის ბაზრის მიმდინარე ტენდენციების შესახებ ერთის მხრივ და იმ სამომავლო სწრაფი ნაბიჯების შესახებ, რომელიც მთლიანად ბაზრის სტრუქტურას შეცვლის - კონკურენტულზე ორიენტირებულს გახდის, რაც საფასო პოლიტიკას ავტომატურად მომხმარებელზე ორიენტირებულს გახდის“, - აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.

 

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up