ბაზრების დივერსიფიცირების რა რესურსი აქვს საქართველოს - საგარეო ვაჭრობაში გარდამტეხი ცვლილების დროა

ბაზრების დივერსიფიცირების რა რესურსი აქვს საქართველოს - საგარეო ვაჭრობაში გარდამტეხი ცვლილების დროა

access_time2022-03-09 10:56:56

რუსეთის მიერ დაწყებული ომისა და აგრესორის მიმართ დაწესებული სანქციების გამო მსოფლიო ეკონომიკა ახალი გამოწვევების წინაშეა. მათ შორის საქართველოც, რომელსაც უკვე აქვს პრობლემა როგორც სავალუტო ბაზარზე, ასევე სავაჭრო ურთიერთობებში. ასეთ პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია საკითხი, რომელი ქვეყნები ჩაანაცვლებენ რუსეთს და რეალურად რა შესაძლებლობა აქვს  საქართველოს გარდამტეხი ცვლილებისთვის. როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აცხადებს, ბაზარი არსებითად უნდა გადაეწყოს, განსაკუთრებით  სტრატეგიულ მარაგებთან  დაკავშირებით.

 

,,ჩვენ იმდენად ღირებულებითი ფორმით არ გვაქვს პრობლემა, ვიდრე  დეტონატორის მიხედვით, ცალკეული პროდუქციის იმპორტში ძალიან ვართ რუსულ ბაზარზე დამოკიდებული, როგორიცაა მარცვლეული. ამიტომ საჭიროა ამ მიმართულებით გადაკვალიფიცირება და გარკვეული სტრატეგიული რეზერვების შექმნა, რომ ერთ ქვეყანაზე არ ვიყოთ მიბმული. ვაჭრობა იქნება თუ რომელიმე სხვა ტიპის ეკონომიკური აქტივობა, როცა გარკვეულ  სუბიექტზე ხარ დამოკიდებული, უსაფრთხოებას სერიოზული პრობლემა ექმნება. მარცვლეულის კომპონენტში კი რუსეთზე დამოკიდებულება 95%-ია, ამიტომ რისკები გაცილებით მაღალია. როდესაც რომელიმე საქონლის იმპორტში კონკრეტული ქვეყანა მესამედს გადააჭარბებს, წითელი უნდა ინთებოდეს და სახელმწიფო საფრთხის მომხსნელ, გამანეიტრალებელ  ზომებს ატარებდეს“, - აცხადებს სოსო არჩვაძე.

 

რაც შეეხება ალტერნატივას, სტატისტიკოსის მოსაზრებით, ეს უნდა იყოს ევროპული ქვეყნები, აშშ და სხვა სახელმწიფოები, საითაც ბაზარს უნდა ჰქონდეს სწორება, როცა საქმე სტრატეგიულ მარაგებს ეხება.

,,ალტერნატივა, რა ქმა უნდა, არის. ჩვენ შეგვიძლია სხვა ბაზრებიდან მოვიძიოთ მარცვლეული, როგორიცაა კანადა, აშშ, ავსტრალია, არგენტინა და სხვა. ბოლო დრომდე ჩვენ ვამჯობინებდით იაფი მეზობელი ქვეყნიდან შემოსული ხორბლის გამოყენებას, მაგრამ. ქართული საზოგადოება უნდა შეეგუოს აზრს, ერთ კონკრეტულ ბაზარზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული. პური შეიძლება გაძვირდეს, მაგრამ მის ღირებულებაში ჩადებული იქნება თავისუფლებისა და იმ დამოუკიდებლობის ფასი, რასაც ქვეყანა უნდა იხდიდეს რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ამას თუ შევძლებთ, გვექნება შესაძლებლობა, რესურსები უფრო რაციონალურად გამოვიყენოთ, მეტად მოვახდინოთ მობილიზება მაღალი ღირებულების პროდუქტის წარმოებაზე და შევძლოთ შედარებით ძვირადღირებული მარცვლეულის იმპორტით გადაფარვა“, - აცხადებს არჩვაძე ,,კომერსანტთან“.


 

სტატისტიკოსის შეფასებით, ამ ეტაპზე, როდესაც რუსეთი დეფოლტის წინაშეა, დაზარალდება საქართველოც.  ყველაზე მეტად კი ლარს ემუქრება საფრთხე გაუფასურებული რუსული რუბლის შემოდინების გამო. ასეთ სიტუაციაში სოსო არჩვაძე ეროვნულ ბანკს და მთავრობას მოუწოდებს, ზომები გაამკაცრონ და ახალი რეგულაციები დაწესდეს, რაც ერთ-ერთი შესაძლებლობაა რუსეთის დეფოლტის შესაძლო გავლენის შესამცირებლად.

 

მარი ჩიტაია

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up