ბაზრების მომავალი ტოკენიზაციაა - BlackRock-ის აღმასრულებელი დირექტორი

ბაზრების მომავალი ტოკენიზაციაა - BlackRock-ის აღმასრულებელი დირექტორი

access_time2023-01-15 14:00:14

BlackRock-ი იმ კომპანიებს შორისაა, რომლებიც ფასიანი ქაღალდების ტოკენიზაციას უჭერენ მხარს.

 


BlackRock-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლარი ფინკმა თქვა, რომ „ბაზრების მომავალი და უსაფრთხოების მომავალი ტოკენიზაციაა“, ამის შესახებ Decrypt-ი წერს.

 

 

ტოკენიზაცია ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გავლენაა. ამ პროცესში ნებისმიერ მსურველს შეეძლება დააფასოს და გაცვალოს ნებისმიერი ელემენტი. ბლოკჩეინის ტოკენიზაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას თითქმის ყველაფერზე - აქციებიდან, ობლიგაციებიდან, უძრავი ქონებიდან დაწყებული, დამთავრებული ღვინით ან ხელოვნების ნიმუშით ყველაფერი, რაც სამრეწველო წარმოების ხაზს ტოვებს.

 

 

New York Times DealBook-ის ღონისძიებაზე საუბრისას ფინკი ამტკიცებდა, რომ ტოკენიზაცია „მყისიერ ანგარიშსწორებას“ და „შემცირებულ საფასურს“ უზრუნველყოფს. მიუხედავად ამ უპირატესობებისა მან დაამატა, რომ ამ ტიპის ტექნოლოგიის განვითარება BlackRock-ის ბიზნესმოდელს არ შეაფერხებს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი რამდენიმე აქტუალურ ეკონომიკურ საკითხსაც ეხება, მათ შორის რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გავლენას, ჩინეთის როლის შეცვლას და გლობალურ ინფლაციურ ზეწოლას, რომელმაც გავლენა მოახდინა ყველაზე განვითარებულ ეკონომიკებზე 2022 წელს.


 

 

აღსანიშნავია, რომ სტარტაპმა Flowcarbon-მა, რომელიც ტოკენიზაციის პრაქტიკა უკვე დანერგა და რომელსაც WeWork-ის ყოფილი დამფუძნებელი, ადამ ნეუმანი ხელმძღვანელობდა, ახლახან 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა ისეთი ცნობილი ინვესტორებისგან, როგორიცაა - a16z, General Catalyst და Samsung Venture Investment.

 


2022 წლის ნოემბერში, JPMorgan-მა Polygon-ს მიმართა, რათა ტოკენიზებული ფულადი დეპოზიტებით სინგაპურში ბანკის მიერ შექმნილი კერძო ბლოკჩეინის მეშვეობით ევაჭრა. ბანკმა ასევე ხელი შეუწყო ტოკენიზაციის უპირატესობებს თავის ზოგიერთ White Paper-ში და განაცხადა, რომ ტოკენიზაციამ შესაძლოა ფინანსური სერვისების „უფრო ღია გზით“ მიწოდების შესაძლებლობა მისცეს.

 


მიუხედავად ტოკენიზაციის მომავლის შესახებ დადებითი შეხედულებისა ფლინკმა ისიც თქვა, რომ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული კომპანიების უმეტესობას მომავალი არ ექნება, თუმცა ბლოკჩეინის ტექნოლოგია „ძალიან მნიშვნელოვან“ როლს შეასრულებს.

 

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up