ბაზრებზე მოვაჭრეებს სალაროები 2023 წლამდე არ დასჭირდებათ

ბაზრებზე მოვაჭრეებს სალაროები 2023 წლამდე არ დასჭირდებათ

access_time2021-12-13 18:30:24

ფიზიკური პირები, რომლებიც ბაზრობების ტერიტორიაზე მუშაობენ, სალარო-აპარატების გამოყენებისგან 2023 წლამდე გათავისუფლდებიან. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ქართული ოცნების დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივას მხარი უკვე დაუჭირა. საგადასახადო კოდექსში 2019 წელს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან ბაზრობის ტერიტორიაზე მოვაჭრეებს სალარო აპარატი უნდა გამოეყენებინათ, თუმცა მათ კიდევ ერთი წელი მიეცემათ რომ სამუშაო ადგილების დაკარგვის გარეშე შეხვდნენ საგადასახადო კოდექსის ახალ მოთხოვნებს.

 


პარლამენტის წევრის ეკა სეფაშვილის განცხადებით, ცვლილებები კორონავირუსით გამოწვეული პანდემიითა განპირობებული. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თქვა, რომ განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ მცირე და საშუალო ბიზნესი აღმოჩნდა.

 



„საგადასახადო კოდექსში ცვლილება ითვალისწინებს ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ადგილების საკონტროლო სალარო აპარატებით აღჭურვის ვალდებულების გადატანას 2023 წლის პირველ იანვრამდე. ამჟამად კანონში არსებული ჩანაწერის მიხედვით, რომელიც 2019 წლის 19 დეკემბერს შევიდა ძალაში, ეს ვალდებულება უნდა განხორციელებულიყო 2022 წლის 1-ლი იანვრისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში პანდემიის შედეგად მთელი რიგი ცვლილებები იქნა გამოწვეული ეკონომიკური საქმიანობის კუთხით, დიდი დარტყმა მცირე და საშუალო ბიზნეს მიადგა განსაკუთრებით მცირე, მიკრო ვაჭრობის სფეროში ჩაბმულ მოვაჭრეებს, ეს მათთვის არის დამატებითი დამატებითი ხარჯის გაღება რაც გულისხმობს სალარო აპარატებით აღჭურვას და აქედან გამომდინარე ჩვენ ამ ვითარებას მხედველობაში ვიღებთ და ერთი წლით გავუხანგრძლივეთ ამ ვალდებულების შესრულება. ასევე ერთი წლით იქნება შეჩერებული კანონის ის ნორმა მსგავსი სალარო აპარატების არქონის შემთხვევაში ჯარიმის დაკისრებას“, - განაცხადა  ეკა სეფაშვილმა.

 


დავით სონღულაშვილის, ნინო წილოსანის, ეკა სეფაშვილის, ისკო დასენის, ელგუჯა გოცირიძის, გოჩა ენუქიძისა და ბეჟან წაქაძის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი გამარტივებული წესით უახლოეს მომავალში განიხილავს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up