„ბაზრის დაცულობის სეგმენტი ქვეყანაში მარაგების არსებობაა“ -  ლევან სილაგავა

„ბაზრის დაცულობის სეგმენტი ქვეყანაში მარაგების არსებობაა“ - ლევან სილაგავა

access_time2022-10-22 10:00:35

“ბაზრის დაცულობის მაღალი სეგმენტი ქვეყანაში მარაგების არსებობაა, ქვეყანაში მარაგებს წისქვილების მუშაობა  ქმნის,  , მაგალითად როდესაც  წისქვილი მუშაობს ადგილზე ხორბლის ორთვიანი მარაგია, ასევე ხორბალი არის გზაში და ახალი კონტრაქტი იდება, ეს არის ჯაჭვი“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბინზესინდაიდერი“ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა ლევან სილაგავამ ისაუბრა, მისი თქმით თუ ქვეყანაში რუსეთიდან ხორბლის შემოსვლა შეწყდება, დივერსიფიცირება იმ წუთას ვერ მოხდება, თუმცა ქვეყანას პრობლემა არ ექნება და ახალ ბაზრებზე გადასვლისთის დრო ექნება. 


 

„მარაგი უფრო დიდი ალბათობით იცავს ბაზარს, ვიდრე ის, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ, რომ გავაკეთოთ დივერსიფიცირება, რომც  გვინდოდეს   როგორ უნდა შემოიტანო ხორბალი დღეს იგივე ყაზახეთიდან ან  რუმინეთიდან და უკრაინიდან , როდესაც ფასი არის მაღალი . სამწუხაროდ გეოგრაფიული მდგომარეობიდან  გამომდინარე, ჩვენთვის ყველაზე იაფი ბაზარი რუსეთია, იმიტომ რომ სამი შემოსასვლელი აქვს, ეს არის ფოთის და ბათუმის პორტები, ლარსი და გარდაბანი, შესაბამისად გზა სამჯერ უფრო იაფია ვიდრე  ყაზახეთს  აქვს და ორჯერ  უფრო  იაფია ვიდრე რუმინეთს და უკრაინას აქვს დაშორების გამო და სწორედ ამიტომ ხდება ეს.


.

 

თუ მარაგი ქვეყანაში არსებობს ჩავთვალოთ, რომ ბაზარი დივერსიფიცირებულიც არის, იმიტომ რომ თუ შეწყდა ხორბალი და მარაგი არსებობს , სხვა ქვეყნებზე გადასვლის ავტომატური დივერსიფიცირება ხდება, მართალია უფრო მეტი ფასით, მაგრამ შემოდის ხორბალი.


 

ასევე  იგივე შეიძლება შეეხოს  სხვა პროდუქტებს, იმიტომ რომ პროდუქტი შემოდის იქიდან სადაც უფრო იაფია,   ეს არის თავისუფალი ეკონომიკის პრინციპი და მე პრიორიტეტებში დავაყენებდი“, აღნიშნა ლევან სილაგავამ.

 

ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი იმისა, რომ მარაგები არ იქმნება არის ის, რომ  ფქვილის აგრესიული იმპორტი განხორციელდა, რაც რუსეთიდან ხელოვნურად იყო გაკეთებული, ეს არ  იყოს  საქართველოს მიმართ, ეს იყო იმ მხრივ გაკეთებული, რომ შემოვიდა  ხორბალზე  მცურავი ბაჟი, რომელიც მსოფლიო ბაზარზეა მიბმული და ფორმულით იანგარიშება.


„დღესაც გაიზარდა  ხორბლის საექსპორტო მცურავი ბაჟი, ეს წახალისებას უკეთებს ფქვილის ექსპორტს სხვადასხვა ქვეყნებში და  თვითონ შიდა  ბაზარზე  არეგულირებს  ხორბალიც. მაგალითად როდესაც რუსეთი საერთაშორისო  ვაჭრობის პრინციპებით ვაჭრობს, მაგალითისთვის ავიღოთ ეგვიპტის  ტენდერი, რომელიც ყველაზე დიდი ტენდერია და დიდი რაოდენობის ხორბალს  ყიდულობს , იქ რომ განცხადება კეთდება ხორბლის  შეთავაზება  400$ საფრანგეთის , ამერიკის რუსეთის მიერ, ცხადია, რომ იქ რომ რუსული კომპანია რომელიც შედის  ამ ტენდერში და განცხადებას აკეთებს 400$  ის  არ გულისხმობს რომ საექსპორტო ბაჟს  გადაიხდის, ის  აკისრებს შიგნით ხორბლის მწარმოებლებს, შესაბამისად ეს ფასი არის 400-50 ანუ 350, ანუ რუსეთში შიგნით არის 350 , მსოფლიო ბაზარზე იგივე , რომ წამოიღო არის  400$, იმიტომ რომ ტენდერის მიხედვითაა, აქედან გამომდინარე შიდა ბაზარზე  დაფქული ფქვილი უფრო  სერიოზული დიკსაუნტია და კონკურენტუნარიანია მათ შორის  მსოფლიო ბაზრებზე  იგივე  ჩვენ მიერ გადამუშავებული. ჩვენ რომ შემოვიტანოთ ხორბალი მცურავი ბაჟით დაგვიჯდება 400 დოლარი, შესაბამისად 400 დოლარიდან გამოშვებული ფქვილი  350 დოლარიდან რუსეთის  შიგნით  კონკურენციაში რთულად  შედის. ჩვენ  სახმელეთო გადასასვლელი გვაქვს სხვა ქვეყნებს ეს  არ  ეტყობა, მაგრამ  ჩვენ გვეტყობა. ჩვენ გავედით მსოფლიოში პირველ ადგილზე, რუსეთიდან გამოტანილი ფქვილის ოდენობით“, -  აღნიშნა ლევან სილაგავამ.

 

მისი თქმით მსოფლიოში  ფქვილით ვაჭრობა კარგ  ტონად  არ ითვლება, რადგან მსოფლიო ვაჭრობს  ხორბლით , რადგან ხორბალი ინახება წლების განმავლობაში ფქვილი ინახება რამდენიმე თვე.

 

თაკო კვაჭანტირაძე


თეგები:
ხორბალი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up