ბაზრის გახსნას შესაძლოა ფასების ზრდა გამოეწვია - დავით ნარმანია

ბაზრის გახსნას შესაძლოა ფასების ზრდა გამოეწვია - დავით ნარმანია

access_time2022-12-27 20:00:51

ბაზრის გახსნას შესაძლოა ფასების ზრდა გამოეწვია — ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ გადაცემა „პროფესიონალებში“ განაცხადა. 


მისი თქმით, მარეგულირებელმა შეძლო 2022 წელი ელექტროენერგიაზე და ბუნებრივ აირზე ტარიფების ზრდის გარეშე გადაეტარებინა.


„2022 წელი განსხვავებული იყო. საომარმა მოქმედებამ ბევრი რამ შეცვალა, დიდი გავლენა იქონია მიწოდების შეზღუდვაზე და შესაბამისად ფასებზეც. ამ ყველაფერმა ტარიფების გადახედვისკენ უბიძგა ჩვენს კოლეგა მარეგულირებლებს. ზოგიერთ ქვეყანას ფასების ზრდა მოუწია. 


საქართველო ვინაიდან პირდაპირ ენერგეტიკულად ბმული არ არის არცერთ მხარესთან რომელიც საომარ მოქმედებაშია ჩართული, შესაბამისად განსაკუთრებული გავლენა ვერ მოახდინა. მაგალითად ბუნებრივ აირი ძირითადად აზერბაიჯანიდან შემოდის, მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია რუსეთიდან. რაც შეეხება ელექტროენერგიას, დეფიციტის პერიოდში მას ვიღებთ როგორც თურქეთიდან ასევე აზერბაიჯანიდან, რუსეთიდანაც ვიღებდით თუ აუქციონზე მათი ფასი დაბალი იყო, ვიდრე სხვა მეზობელი ქვეყნებიდან.



აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით ევროპაში გაზის ტრანზიტი გაიზარდა, ამან ჩვენს ქვეყანას საშუალება მისცა უფრო შეღავათიანი გაზი მიიღოს აზერბაიჯანიდან. ამ ყველაფერმა საშუალება მოგვცა, 2022 წელი ტარიფების ზრდის გარეშე გადაგვეტარებინა, როგორც ელექტროენერგიის ასევე გაზის მიმართულებით. ელექტროენერგიის ტარიფები აგვისტოში გადავხედეთ და ასე დავტოვეთ, ენერგეტიკული ბაზრის გახსნამდე“, —აღნიშნა დავით ნარმანიამ.


მისი თქმით, ბაზრის გახსნის გადადება ტექნიკური საკითხების მოუგვარებლობამ და რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია.


„მარეგულირებელი კომისია ბაზრის გახსნის სხვადასხვა საკითხებთან ერთად, მუშაობს მზაობის მონიტორინგზე. ვაკვირდებოდით ტექნიკურ საკითხებსაც და წინა გადადება სწორედ ამ საკითხს ეხებოდა. ელექტროსისტემის ტექნიკური ნაწილი არ იყო ბოლომდე მზად, რომ აღრიცხვა, ანგარიშგება და ტექნიკური საკითხები ზუსტად განხორციელოებულიყო, სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობასთან რეკომენდაციით მივედით, რომ ბაზრის გახსნის გადავადება მომხდარიყო. მიმდინარე წლის გაზაფხულზე გადავადება ჩვენი რეკომენდაციის საფუძველზე მოხდა. თუმცა საომარმა მოქმედებამ გაზარდა რისკები და შესაძლოა ბაზრის გახსნას გამოეწვია ფასების ზრდა და ეს დიდი ალბათობით ასეც იქნებოდა, რადგან როდესაც დეფიციტის პირობებში შემოგაქვს ენერგია და ის ძვირდება, გახსნილი ბაზრის პირობებში უფრო გააძვირდებოდა და ეს იქნებოდა სიგნალი, რომ ადგილობრივი ფასებიც გაძვირებულიყო. მთავრობამ შეაფასა რა ეს რისკები და მიიღო გადაწყტვეტილება მისი გაზაფხულამდე გადადების შესახებ.


2023 წელს ველოდებით რომ საქმიანობების განცალკევების კუთხით უფრო კარგი წელი იქნება. ერთის მხრივ მარეგულირებელი ნორმა და ბაზა მზად არის და ხელს შეუიწყობს რომ სტაბილურად იმუშაოს სექტორმა, რაც შეეხება პოსტკოვიდურ პერიოდს, რაც ეკონომიკის გაჯანსაღებას სჭირდება დაენერგეტიკაზეც ახდენს გავლენას, ესეც ჩავლილი პერიოდია, ასე რომ უფრო კარგი მოლოდინი გვაქვს“,  ამბობს დავით ნარმანია. 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up