ბაზრობებზე მოვაჭრეებისთვის სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება კიდევ ერთხელ გადავადდება. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა,
ხუციშვილის თქმით, ბაზრობებზე სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება, რომელიც 2023 წლის 1-ელ იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, 3 წლით გადავადდება.
ცნობისთვის ცვლილება, რომლის თანახმადაც ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი ვალდებული უნდა ყოფილიყო, საქონლის მიწოდებისას გამოეყენებინა საკონტროლო-სალარო აპარატი 2019 წელს იქნა მიღებული და ის 2022 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა პანდემიის არგუმენტით ამოქმედება 2023 წლის პირველ იანვრამდე გადაიდო. ვადის კიდევ ერთხელ ცვლილების მიზეზი დღეს ფინანსთა მინისტრს არ განუმარტავს.