აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის სახლში გრიფით საიდუმლო დოკუმენტები იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, დოკუმენტები მაიკ პენსის ადვოკატებმა ფედერალურ საგამოძიები ბიუროს გადასცეს.
მანამდე საიდუმლო დოკუმენტები აღმოჩნდა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ყოფილ ოფისში, ასევე დელავერში, მისი სახლის ავტოფარეხში.