ბორის ჯონსონი, რომელმაც კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობა მიმდინარე წლის ივლისში დატოვა, უმაღლესი თანამდებობის დასაკავებლად ემზადება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ჯონსონი ფიქრობს, რომ ეს „ეროვნული მნიშვნელობის საკითხია". ლიდერის შერჩევის ზუსტი წესები ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ კონსერვატორები შესაძლოა, ერთ კანდიდატზე შეთანხდნენ.
დღეს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ლიზ თრასი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ თრასმა დაუნინგ სთრითზე გამარტულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. თრასის თქმით, მას არ შეუძლია იმ ამოცანების შესრულება, რისთვისაც კონსერვატიულმა პარტიამ ის ერთი თვის წინ პრემიერმინისტრად აირჩია.
2 დღის წინ, 18 ოქტომბერს ლიზ თრასმა, რომელიც ქვეყნის პრემიერმინისტრი თითქმის 6 კვირის წინ გახდა, თქვა, რომ მომავალ არჩევნებში იგი კონსერვატიულ პარტიას უხელმძღვანელებდა. მან ბოდიში მოიხადა თავის მიერ შემუშავებულ ეკონომიკურ პროგრამაში დაშვებული შეცდომებისთვის, რომელმაც ინვესტორების ნდობის შემცირება და გამოკითხვებში მისი კაბინეტის რეიტინგის დაცემა გამოიწვია, თუმცა, აღნიშნა, რომ იგი ამის გამო თანამდებობის დატოვებას არ აპირებდა.
14 ოქტომბერს ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ლიზ თრასმა ფინანსთა მინისტრი, კვასი კვარტენგი გაათავისუფლა და ნაწილობრივ შეცვალა გადასახადების შემცირების გეგმა. კვარტენგის ცნობით, მან თანამდებობა თრასის მოთხოვნით დატოვა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონიდან ლონდონში დაბრუნდა.
ლიზ თრასი დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერი და ქვეყნის პრემიერმინისტრი 5 სექტემბერს გახდა.
bbc.com