ჩეხეთის მთავრობა საზღვრებს ხსნის და კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ნაწილობრივ აუქმებს.ჩეხეთი პირველი ქვეყანსა ევროკავშირში, რომელმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ეს შესაძლებელი კორონავირუსით დაინფიცირების და სიკვდილიანობის მაჩვენებლის მკვეთრი შემცირების ფონზე გახდა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღე-ღამეში კორონავირუსსგან 163 ადამიანი განიკურნა, მხოლოდ 6 დაავადდა და გარდაცვალების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირდა.სულ ჩეხეთში კორონავირუსით დაინფიცირდა 7138 ადამიანი, 210 გარდაიცვალა, 2152 გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის 4776 პაციენტიდან 400 ჰოსპიტალიზებულია, დანარჩენი კი სახლში მკურნალობს.
27 აპრილიდან ჩეხეთში დიდი მაღაზიები, ავტოსკოლები, ფიტნეს-ცენტრები, ბიბლიოთეკები, და ზოოპარკები მუშაობას განაახლებენ.ასევე ნებადართული იქნება ღვთისმსახურება ეკლესიებში, არა უმეტეს 15 ადამიანის მონაწილეობით.
შეზღუდვები რამდენიმე ეტაპად მოიხსნება - მაგალითად 11 მაისს იგეგმება სავაჭრო ცენტრების გახსნა, შემდეგ კი - სასტუმროების და რესტორნების.
BBC.Com
მოამზადა თენგიზ აბლოთიამ