BBC: ევროკავშირი კრიზისამდელ დონეს მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება

BBC: ევროკავშირი კრიზისამდელ დონეს მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება

access_time2020-07-08 20:00:35

ევროპამ კორონავირუსის პანდემია დაძლია, კარანტინი მოხსნა და საზღვრების გახსნისთვის ემზადება.მიზანია ნორმალური ცხოვრების აღდგენა და გაჩერებული ეკონომიკის ამოქმედება. ჩამოშლის სტადია შეჩერებულია, ეკონომიკური აქტიურობა აღდგენას იწყებს, თუმცა ეკონომისტები ფულის თვლას იწყებენ იმაზე, თუ ასწლეულის უმსხვილესი კრიზისიდან გამოსვლისთვის  რა თანხები იქნება საჭირო. ოპტიმისტები  რამდენიმე მიზეზის გამო უმცირესობაში არიან. 


მაგრამ ჯერ კარგი ამბები. ამ დღეებში ევროკავშირმა დაწყებული გამოცოცხლების პირველი შედეგები შეაჯამა. სტატისტიკა დამაიმედებელი აღმოჩნდა. ევროპაში უმუშევრობის ზრდა თითქმის შეჩერდა, ბიზნესმა და მოსახლეობამ კი კეთილდღეობის ჩვეული დონის დაბრუნების იმედები გაუჩნდა.მაისში და ივნისში საქმიანი განწყობების ინდექსი სწრაფად იზრდებოდა და კარანტინის პერიოდის დანაკარგები თითქმის მესამედით დაფარა.


გამოცოცხლების ლოკომოტივები ევროპის უმსხვილესი და ამავე დროს კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალებული ეკონომიკებია. საფრანგეთში მომხმარებელთა განწყობები თითქის მთლიანად აღდგა, ესპანეთში გაყიდვები 20%-ით გაიზარდა.„ყველა ცუდი დრო უკანაა, თუმცა ყველაზე რთული  ჯერ კიდევ წინაა“- განაცხადა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა.


ეკონომიკური კრიზისი ჯერ მხოლოდ იწყება.დამაიმედებელი სტატისტიკის მიუხედავად, მას საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსიც დაეთანხმა.მისი თქმით, სოციალურ სფეროში კრიზისის შედეგები უკვე აშკარად იგრძნობა და ქვეყანა მოახლოებულ კრიზისთვის უნდა მოამზადოს.


ბევრ ქვეყანას ამისთვის საკმარისი ფული არ გააჩნია, თუმცა, მათ საერთო ყულაბის იმედი აქვთ. ევროკავშირი კრიზისის დასაძლევად ტრილიონობით ევროს მობილიზებას აპირებს, თუმცა, გაერთიანების 27 ქვეყანა უკვე თვეების მანძილზე კამათობს  ფული როგორ უნდა განაწილდეს, ვინ, როდის, რამდენს და რა პირობებით მიიღოს.


ივლისის შუა რიცხვებში ევროკავშირის ლიდერები პირველად რამდენიმე თვის მანძილზე ბრიუსელში ერთმანეთს შეხვდებიან და ეკონომიკის აღდგენის გეგმის შეთანხმებას შეეცდებიან.ივლისის სტატისტიკა ყველასთვის დამაიმედებელი არ აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ეკონომიკამ ფსკერს მიაღწია და ნელა-ნელა ამოყვინთვას იწყებს. თუმცა, გზა ზედაპირამდე რამდენიმე თვით გაიწელება და ეკონომიკა ხელოვნური სუნთქვის სისტემასთან მიერთებას საჭიროებს.ანუ, კრიზისი დიდი ფულის ჩაყრით უნდა დაიფაროს.


შესაბამისად, კრიზისის ხანგრძლივობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.სწრაფი გამოსვლა სამომავლოდ ნაკლებ ვალებს ნიშნავს.„რა თქმა უნდა, სასიხარულოა ის, რომ ფსკერს გავცდით. თუმცა, თავად ეს ფაქტი იმაზე თუ როგორი იქნება მომავალი აღდგენა, არაფერს გვეუბნება“ - განაცხადა ევროპის ცენტრალური ბანკის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ფილიპ ლეინმა.თანაც ბევრი რამ სრულიად გაურკვეველ საკითხზეა დამოკიდებული - ვირუსის ქცევაზე.



„სიტუაციის განვითარების სცენარებში ჩვენ მომავალი წლისთვის პერიოდულ ჩავარდნების შესაძლებლობასაც ვითვალისწინებთ. სიტუაცია შესაძლოა პრინციპით „ერთი ნაბიჯი წინ, ორი უკან“ განვითარდეს.როდესაც ვითარება თითქოს უმჯობესდება, თუმცა, პარალელურად ლოკალური პრობლემები ჩნდება“ - განაცხადა ლეინმა.


ინფექციის ლოკალური აფეთქებები ქვეყნებს კარანტინის შემოღებას ხშირად ისევ აიძულებს. ეს მომავლის რწმენას და მასთან ერთად საქმიანი აქტიურობის სრულფასოვან აღდგენას აფერხებს. ეკონომიკური აღდგენის ორი მთავარი ძრავის - მოხმარების და ინვესტიციების ზრდა შეუძლებელია მანამ, სანამ ადამიანებს კორონავირუსის მეორე ტალღის ეშინიათ.ამიტომ, ხარჯების და ფულის დაბანდებისგან თავს იკავებენ.


„ამიტომაც, სავარაუდოდ, ეკონომიკის აღდგენის პროცესი საკმაოდ ხანგძლივი იქნება. ის დამოკიდებულია არა მხოლოდ კარანტინის გაუქმების სისწრაფეზე, არამედ შესაძლებელ ახალ შეზღუდვებზე“ - მიიჩნევს ლეინი.


ევროპის ცენტრალური ბანკის გათვლებით, ევროკავშირი კრიზისამდელ დონეს მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება.კომპანიების მენეჯერები აღმავლობას ელიან, თუმცა, ამავე დროს აღიარებენ, რომ მათ პროდუქციაზე და მომსახურეობაზე მოთხოვნა ივნისშიც მცირდებოდა - როგორც შიდა, ასევე გარე ბაზარზე. გამოდის, რომ მოლოდინები რეალობას უსწრებენ.


დასაქმების კუთხითაც სიტუაცია საკმაოდ რთულია- ის არ იზრდება, თუმცა, ბევრი კერძო კომპანია თანამშრომლებს ხელფასებს ვერ უხდის.რომ არა გიგანტური სახელმწიფო დახმარება, სოციალური ვითარება შეუდარებლად უფრო რთული იქნებოდა.ბიუჯეტის ხარჯზე ასევე სახლში მჯდომი 40 მლნ. ევროპელი არსებობს.ეს ყოველი მესამე დასაქმებულია ევროკავშირის უმსხვილეს ქვეყნებში - გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში და ესპანეთში.


შემოდგომისთვის დოტაციები ამოიწურება და შესაძლოა ევროკავშირი ამერიკული გზით წავიდეს.შტატებში უმუშევრობა 3,5%-დან 15%-მდეა, მაშინ, როდესაც ევროპაში 6,4%-დან 6, 7%-მდე გაიზარდა.


„შტატებთან შედარებით უმუშევრობის ასეთი უმნიშვნელო ზრდა სახელმწიფოს მიერ დასაქმებულებისთვის ხელფასების გადახდითაა გამოწვეული, თუმცა. ეს ფაქტორი ძალიან მალე წარსულს ჩაბარდება“ - მიიჩნევს Capital Economics –ის ექსპერტი ჯესიკა ჰინდსი.


„ბევრი ადამიანი, ვინც დღეს ფორმალურად დასაქმებულად ითვლება, რეალურად სახლში ზის და ხელფასს სახელმწიფოსგან იღებს. ხვალ, როგორც კი ბიუჯეტების შესაძლებლობები ამოიწურება, ისინი სამუშაოს დაკარგავენ.როგორც კი ბიზნეს-კომპანიებს ხელფასების გადახდა საკუთარი ჯიბიდან მოუწევთ, ისინი შტატების შემცირებას აუცილებლად დაიწყებენ“ - ამბობს ის.


სადაზღვევო კომპანია Allianz-ის გათვლებით, ასეთი ბედი მინიმუმ 9 მლნ. ადამიანს ელის. წლის ბოლოსთვის კი, ევროპის ცენტრალური ბანკის გათვლებით, უმუშევრობა ევროკავშირში 10%-მდე გაიზრდება.


გერმანიაშიც  კი ეკონომიკის აღდგენა მოსალოდნელზე დაბალი ტემპებით დაიწყო. ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის პეტერ ალტმაიერის თქმით, 2020 წელს გერმანიის ეკონომიკა 6%-ით შემცირდება, ხოლო 2021 წლის ზრდა 5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.ეკონომიკის აღდგენა უკეთეს შემთხვევაში ოქტომბერში დაიწყება, ხოლო უმუშევრობის დონე კრიზისამდელ მაჩვენებელს მხოლოდ 2022 წლის ბოლოს დაუბრუნდება.


წყარო:BBC.Com

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up