BBC: მსოფლიოში ჰიპერტონიით დაავადებულთა რაოდენობა გაორმაგდა

BBC: მსოფლიოში ჰიპერტონიით დაავადებულთა რაოდენობა გაორმაგდა

access_time2021-08-29 18:00:12

ბოლო 30 წლის მანძილზე მსოფლიოში ჰიპერტონიით დაავადებულთა რაოდენობა გაორმაგდა და ამ დროისთვის 1,3 მლრდ-ს აღწევს.

 

მათ შორის ნახევარი შესაბამის სამედიცინო მომსახურებას არ იღებს, ყოველმა მეორემ კი საერთოდ არ იცის, რომ ავადაა. ეს კი იმ პირობებში, როდესაც ჰიპერტონიის დადგენა სახლის პირობებში ძალიან მარტივია, ხოლო წნევის რეგულირება არც თუ ისე ძვირია განვითარებად ქვეყნებშიც კი.

 

ამ დაავადების ტიპური გართულებები, როგორებიცაა ინსულტი, ინფარქტი, გულის და თირკმლების უკმარისობა - მსოფლიოში გარდაცვალების ყველაზე გავრცელებული მიზეზებია, რომლებსაც ყოველწლიურად 18 მლნ ადამიანი ეწირება - ასეთია სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებული მასშტაბური კვლევის შედეგები.

 

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, კაცებში ჰიპერტონია უფრო გავრცელებულია, ვიდრე ქალებში (51%  და 41% შესაბამისად). მამაკაცებს შორის დაავადებულთა 62% საერთოდ არ მკურნალობს.

 

ჰიპერტონიის გავრცელების კუთხით ყველაზე მძიმე მდგომარეობა აღმოსავლეთ ევროპაშია, სადაც ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე 10 ქვეყანას შორის 7 მდებარეობს  - უნგრეთში, პოლონეთში, ლიტვაში, რუმინეთში, ბელარუსში, ხორვატიაში და სერბეთში მაღალი არტერიული წნევა 30-დან 79 წლამდე ასაკის მამაკაცთა 50%-ზე მეტს აწუხებს.

 

„აღმოსავლეთ ევროპაში ჰიპერტონიის პრობლემა ტრადიციულად უფრო მწვავედ დგას, ვიდრე დასავლეთში, მაგალითად, ბრიტანეთში ან შტატებში“, - განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა თანაავტორმა, ბრიტანეთის ეროვნული სამედიცინო კვლევითი ცენტრის მეცნიერმა იულია ბალაბანოვამ.


 

მისი თქმით, მსოფლიოში ჰიპერტონიის გავრცელების ზრდას ხელს მოსახლეობის დაბერება უწყობს.

 

დაავადებასთან გამკლავებას ასევე აფერხებს არასაკმარისი ინფორმირებულობა - ყველამ იცის რამდენია სხეულის ნორმალური ტემპერატურა და როგორაა ამ მხრივ მდგომარეობა წნევასთან დაკავშირებით?

 

სხვადასხვა ქვეყნებში კრიტერიუმები განსხვავებულია, თუმცა, მსოფლიოში ყველა მეტადაა გავრცელებული მიდგომა, რომ მაღალი წნევა იწყება 140-90-დან - ამ პოზიციას ემხრობა ასევე ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოება. ეს არის ათვლის წერტილი,  რომლის შემდეგაც არასასურველი პროცესები საკმაოდ სწრაფად ვითარდება.

 

დაავადების არსის უკეთესად განმარტების მიზნით ბრიტანელი ექიმები პაციენტებს უხსნიან, რომ ჰიპერტონია არის დაახლოებით როგორც ავზი, რომელშიც გროვდება ნადები, და ის წყლის თავისუფალ ცირკულირებას აფერხებს.

 

ჰიპერტონიის თავიდან აცილება საშუალო ასაკში საკმაოდ ადვილია - საკმარისია წნევის მუდმივი კონტროლი და დაავადების საწყის სტადიაზე შეჩერება, თანაც ყოველგვარი წამლების გარეშე.

 

მაღალი წნევის რისკ-ფაქტორებია დაბალი ფიზიკური აქტივობა, ხილ-ბოსტნეულის არასაკმარისი მოხმარება და მარილის ჭარბი მოხმარება. ეს არ არის გარდაუვალი რისკი - ამ ფაქტორების თავიდან არიდება სურვილის შემთხვევაში სრულიად შესაძლებელია.

 

ჰიპერტონიკის მთავარი მტერია მარილი - დაავადების განვითარება ამ პროდუქტის მოხმარებასთან პირდაპირაა დაკავშირებული. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციით, მარილის უსაფრთხო რაოდენობაა დღეში მხოლოდ 1 ჩაის კოვზი (5 გრამი), რეალურ ცხოვრებაში კი მარილის საშუალო მოხმარება მსოფლიოში 2-ჯერ მეტია.

 

ასე რომ, თუ გსურთ ჰიპერტონიის თავიდან აცილება -  პირველ რიგში მოაცილეთ სუფრას სამარილე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up