BBC: პანდემიის ახალი ტალღა რუსეთში

BBC: პანდემიის ახალი ტალღა რუსეთში

access_time2021-06-25 20:00:39

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების დონე იანვრის მაჩვენებლებს დაუბრუნდა, ხოლო მოსკოვში სიკვდილიანობა მორიგ რეკორდებს ხსნის.

 

კერძოდ, 24 ივნისს 20 182 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 10 000–ით მეტია, ვიდრე თვის დასაწყისში. იზრდება გარდაცვლილთა რაოდენობაც – ამ მაჩვენებელმა 500–ს უკვე გადააჭარბა, რაც ასევე მეტია, ვიდრე წლის დასაწყისში.

 

ინფიცირების მკვეთრი ზრდა „ინდურ შტამს“ უკავშირდება და ახალი შემთხვევების 90% სწორედ მასზე მოდის.

 

პარალელურად მკაცრდება კოვიდ–რეგულაციები რესტორნების მიმართ. კერძოდ, 28 ივნისიდან რესტორნებში შესვლა ნებადართული იქნება მხოლოდ აცრილებისთვის და იმათთვის, ვინც პსრ–ტესტის უარყოფითი შედეგების ან ანტისხეულების არსებობის ცნობას წარადგენს.

 

სარესტორნო ბიზნესი ახალ რეგულაციას ნეგატიურად აფასებს და მერიას მის გადავადებას სთხოვს.

 

რესტორატორების ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტის ალექსეი ვასილჩუკის თქმით, მეწარმეები ამ ეტაპზე ხელისუფლებას სთხოვენ გამონაკლისის დაშვებას თუნდაც მხოლოდ ღია სივრცეებისთვის.

 

„ეს ორივე მხრიდან კომპრომისი იქნება, რადგანაც ღია სივრცეში დაინფიცირების ალბათობა ძალიან დაბალია, თანაც ვერანდაზე დისტანციის დაცვა ბევრად უფრო მარტივია. ვისაუბრეთ ამის თაობაზე მოსკოვის მერიის წარმომადგენლებთან და გვიპასუხეს, რომ ამ საკითხს განიხილავენ“, – განაცხადა მან.


 

პარალელურად, რუსეთში მზადდება ზომები მომსახურეობის სექტორში მომუშავე ადამიანების სავალდებულო ვაქცინაციის დასაწესებლადაც.

 

კერძოდ, ყველა კომპანია, რომელიც ამ დარგში მუშაობს, ვალდებული იქნება თანამშრომელთა სულ მცირე 60%–ის ვაქცინაცია უზრუნველყოს. დანარჩენ 40%–ში შევლენ მხოლოდ ის თანამშრომლები, რომლებმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანეს და შესაბამისად, საფრთხეს არ წარმოადგენენ.

 

ასევე ძალაში შევა მომსახურეობის სფეროში დასაქმებულების მიერ სამსახურში პირბადეების და ხელთათმანების სავალდებულო ტარება.

 

ამ ნორმების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანამშრომელი სამსახურს დაემშვიდობება.

 

რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივნის დმიტრი პესკოვის თქმით, ადამიანი, რომელიც სერვისის სფეროში მუშაობს, საზოგადოების წინაში თავის პასუხისმგებლობას უნდა აცნობიერებდეს.

 

„თუ ადამიანი მომსახურების სფეროში მუშაობს და აცრაზე უარის ამბობს, ის ამ სფეროში არ უნდა დარჩეს. შეუძლია წავიდეს და სხვა სამსახური იპოვოს, იმ სექტორებში, სადაც აცრა სავალდებულო არ იქნება. ადამიანი, რომელიც აცრილი არაა და ამავე დროს ბევრი კონტაქტი აქვს, პანდემიის დროს მომხმარებლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, და ეს გასათვალისწინებელია“, – განაცხადა პესკოვმა.

 

მოსკოვის შემდეგ სერვისის სფეროს თანამშრომელთა სავალდებულო ვაქცინაცია რუსეთის სხვა რეგიონებშიც შემოაქვთ.

 

პარალელურად ზომები ტურისტულ სექტორშიც მკაცრდება – კერძოდ, 1–ლი აგვისტოდან შავი ზღვის კურორტებზე სასტუმროებში დასვენებას მხოლოდ აცრილები შეძლებენ. ეს ნორმა ამავე დროს იმათაც შეეხება, ვინც კორონავირუსი გადაიტანა.

 

გამონაკლისი მხოლოდ იმათთვის დაიშვება, ვისთვისაც ვაქცინაცია სამედიცინო ჩვენებების გამოა აკრძალული.

 

 

წყარო: bbc.com




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up