რვა ერის ტურნირში იაპონიას საქართველო შეცვლის. BBC-ის ცნობით, იაპონიის ნაკრებს, რომელსაც კოვიდ -19 -ის რეგულაციების გამო, ევროპულ ტურნირზე თამაში გაუჭირდება, სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრები ჩაანაცვლებს.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი კი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. ცნობისთვის იაპონია იმ ჯგუფში იყო ნაგულისხმევი, რომელშიც საფრანგეთი, იტალია და შოტლანდია თამაშობენ.
„ბორჯღალოსნები“ 24 ოქტომბერს მატჩს შოტლანდიასთან „მარიფილდზე“ ჩაატარებენ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ რვა ერში მოხვდება, შოტლანდიასთან ორჯერ დაპირისპირების შანსი ექნება.
Imedinews