რუსეთის რამდენიმე ქალაქში უკრაინის მხარდამჭერი პლაკატები გამოჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაცია BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს. მედიის ცნობით ყაზანში, ლენინის ბაღში, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა უკრაინის დანგრეული ქალაქების სურათები და ომის საწინააღმდეგო პლაკატები მიიტანეს.
ტომსკში კი ადგილობრივებმა უკრაინისადმი სოლიდარობის ერთგვარი მემორიალი მოაწყვეს.
ხაბაროვსკში დააკავეს აქტივისტი, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას მართავდა. პიკეტის მონაწილე დააკავეს ვლადივოსტოკშიც. მას ხელში ეკავა პლაკატი – „არ იომოთ“. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე აქტივისტი პოლიციის განყოფილებიდან უკვე გაათავისუფლეს.