„ბებერი ქალბატონი“ მოკვდა, გაუმარჯოს კვარას. ფრანგული გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიას სტატიას უძღვნის.
ფრანგული გამოცემა sofoot.com-ი „სტადიო მარადონაზე“ „ნაპოლის“ მიერ „იუვენტუსის“ (მეტსახელად „ბებერი ქალბატონის“) დამარცხებას (5:1) გამოეხმაურა და თამაშის გმირად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა. ხვიჩა კვარაცხელია გუშინ „იუვენტუსის“ კარში გატანილი ხუთი გოლიდან ოთხში უშუალოდ მონაწილეობდა.
„მატჩის გმირი, რომელიც ირვინგ ლოზანომ შეცვალა, მოედნიდან ოვაციებით გააცილეს. დიეგო მარადონას სულმა კიდევ ერთხელ ჰპოვა თავშესაფარი ამ ქართველი გენიოსის სხეულში, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სამყარო მის ფეხქვეშ იყოს. ამას შეიძლება თამამად ეწოდოს ხვიჩას სოლოკონცერტი“, - წერს სტატიის ავტორი.