ბედნიერების ინდექსში საქართველო რეგიონში ბოლო ადგილზეა

ბედნიერების ინდექსში საქართველო რეგიონში ბოლო ადგილზეა

access_time2021-12-30 16:00:14

საქართველო ბედნიერების ინდექსში მეზობელ ქვეყნებს ჩამორჩება. კერძოდ, ინდექსის მიხედვით ირკვევა, რომ რეგიონში  საქართველოს ყველაზე ნაკლებად ბედნიერი მოქალაქეები ჰყავს. გაეროს მსოფლიო ბედნიერების 2021 წლის ანგარიშის თანახმად ბედნიერების ინდექსით 150 სახელმწიფოს შორის საქართველო 108-ე ადგილზეა. თუმცა შარშანდელთან შედარებით მან პოზიცია გაიუმჯობესა. 2020 წლის ანგარიშში იგი 117-ე ადგილს იკავებდა.

 


ეკონომიკური ზრდა და მისი შენარჩუნება, ინფლაცია და უმუშევრობის დაბალი დონე, განათლების მაღალი ხარისხი ასევე მაღალი აკადემიური მიღწევები ჯანდაცვასა და ზოგადად, ჯანსაღი გარემოს შექმნაში - ეს ის ფაქტორებია, რომლებიც, სტატისტიკოს სოსო არჩვაძის შეფასებით, ბედნიერების ინდექსში ქვეყნის რეიტინგს განსაზღვრავს. მისი თქმით, კვლევა რამდენიმე კრიტერიუმზე დაყრდნობით ტარდება, მათ შორის - ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს რაოდენობა, სოციალური მხარდაჭერა, ჯანსაღი ცხოვრების ხანგრძლივობა, თავისუფალი არჩევანის უფლება, სიუხვისა და კორუფციის აღქმა.



ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორც აღმოჩნდა, ქართული საზოგადოება თავს კარგად ნამდვილად ვერ გრძნობს და მისი მდგომარეობა, ამ თვალსაზრისით, საკმაოდ ნეგატიურია.




,,ბედნიერების ინდექსი უფრო ეგზოტიკური ინდექსია,  რომელიც პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც  ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირდება.  უმეტესწილად წარმოადგენს  საზოგადოების ძირითადი ფენების რეალობის აღქმას  და იმ მოლოდინებისადმი ფაქტობრივი მდგომარეობის შედარებას, რაც არსებობს საზოგადოებაში. როდესაც საზოგადოებას გააჩნია მაღალი მოთხოვნილებები, დიდი იმედი და პროგრესი, ხოლო ამ მიზნების მიღწევადობა შედარებით დაბალია, ეს იწვევს შემდეგ  იმედგაცრუებას, ვიდრე პირდაპირი ეკონომიკური კრიზისი. ქვეყანამ ბედნიერების ინდექსში კარგი პოზიცია რომ აჩვენოს, მოსახლეობას, ერს, სჭირდება რეალობის სრული აღქმა, ილუზიებისგან განთავისუფლება, სოციალური და ეკონომიკური ინფანტილიზმისგან რაც შეიძლება განთავისუფლება და მისი მინიმალიზაცია. სრული განთავისუფლება, სამწუხაროდ, წარმოუდგენელია, ვერც ერთი ქვეყანა ვერ ახდენს ამ სოციალური ინფანტილიზმისგან  სრულ განთავისუფლებას. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს დადებითი ეკონომიკური მაჩვენებლების  მიღწევას, ზრდას, რომელიც შექმნის იმ მოლოდინებს, რაც საზოგადოებას გააჩნია ზოგადად ქვეყნისადმი და საკუთარ კეთილდღეობასთან მიმართებაშიც“, - განმარტავს სოსო არჩვაძე.



თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ ბედნიერების ინდექსი ძალიან პირობითი და ხელოვნურია, რის გამოც დიდი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ.

 


ცნობისთვის, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველო, ბედნიერების ინდექსით ჩამორჩება თურქეთს,  რომელიც 104-ე ადგილზეა. აზერბაიჯანი ბედნიერიების ინდექსში 90-ე პოზიციას იჭერს, სომხეთი 86-ე და რუსეთი 76-ე ადგილზეა წარმოდგენილი.



ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერები ფინელები არიან, რომელიც 1-ელ ადგილს იკავებს, მე-2 ადგილზეა დანია, მესამე ადგილი გერმანიას უჭირავს. მე-4 და მე-5 ადგილებს ისლანდია და ნიდერლანდები ინაწილებენ.



მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up