ბეირუთის პორტში ჩატარებულმა ნიადაგის კვლევამ სარაკეტო იერიშის კვალი ვერ აღმოაჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი Al Arabiya ავრცელებს.
ბეირუთის პორტში ძლიერი აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. აფეთქების შედეგად განადგურდა ათასობით სახლი, თავშესაფრის გარეშე დარჩა 300 ათასზე მეტი ადამიანი. დაიღუპა 178, დაშავდა კი 6 ათასი ადამიანი, ათობით ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ბეირუთის გუბერნატორის, მარონ აბუდის შეფასებით, ქალაქის რეკონსტრუქციისთვის 12-15 მილიარდი დოლარია საჭირო.
15 აგვისტოს ლიბანის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა განაცხადა, რომ გამომძიებლებმა ჯერჯერობით აფეთქების მიზეზი ვერ დაადგინეს და ყველა შესაძლო ვერსიაზე მუშაობენ. მან ასევე განაცხადა, რომ „ლიბანმა თანამგზავრიდან გადაღებული სურათები უნდა ნახოს, რათა დადგინგეს, უკავშირდება თუ არა აფეთქება სარაკეტო იერიშს“.
imedinews.ge