ლიბანში, ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების მსხვერპლთა რაოდენობა 190-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ბოლო მონაცემებით, შემთხვევის შედეგად, 6 500 ადამიანი დაშავდა, დაკარგულია შვიდი ადამიანი, მათ შორის, სამი ლიბანელია, სამი - სირიელი, ერთი კი ეგვიპტელი.
ბეირუთის პორტში ძლიერი აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. აფეთქების შედეგად განადგურდა 50 ათასამდე სახლი და თავშესაფრის გარეშე დარჩა 300 ათასზე მეტი ადამიანი. დაზიანებულია ცხრა საავადმყოფო და 178 სკოლა. მინისტრთა საბჭოს ინფორმაციით, ქალაქის რეკონსტრუქციისთვის 15 მილიარდი დოლარია საჭირო.
Imedinews