ბელარუსი მდიდრულ ცხოვრებას ემშვიდობება

ბელარუსი მდიდრულ ცხოვრებას ემშვიდობება

access_time2021-10-08 19:00:10

ბელარუსზე საუბრისას ხშირად ამბობენ, რომ ლუკაშენკომ ინდუსტრიის შენარჩუნება მოახერხა და საშუალო ბელარუსის სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნების მოქალაქეებზე ბევრად უკეთესად ცხოვრობს.



შესაძლოა წლების წინ მართლაც ასე იყო, თუმცა, ბოლო პერიოდში ვითარება სწრაფად იცვლება, და თანაც, არა მინსკის სასარგებლოდ.  ჯერ კიდევ 2019 წელს არც თუ ძალიან მდიდარი უკრაინა, მაგალითად, სოფლის მოსახლეობის შემოსავლების კუთხით ბელარუსს უკვე დაეწია - მაშინ ბელარუსში ეს მაჩვენებელი 330 ადგილობრივი რუბლი (153 დოლარი), ხოლო უკრაინაში 331, ანუ თითქმის ანალოგიური იყო.



და ეს მაშინ, როდესაც საშუალოდ ფასები უკრაინაში თითქმის ისეთივეა, როგორც ბელარუსში.



შემდეგ სხვაობა გაღრმავდა - 2020 წელს უკრაინამ საშუალო ხელფასის კუთხით ბელარუსს გაუსწრო - უკრაინაში ეს მაჩვენებელი 212 დოლარს, ხოლო ბელარუსში 179 დოლარს შეადგენდა.



იმას, რომ ბელარუსში 2020 წლის აგვისტოს შემდეგ ყველაფერი ძვირდება, შემოსავლები კი ეცემა, თავად ქვეყნის სტატისტიკის სამსახური აღიარებს, რომელიც, ზოგადად, დიდი პატიოსნებით არ გამოირჩევა - ბელსტატის ინფორმაციით, ბელარუსთა 32%-ის შემოსავალი თვეში 200 დოლარამდეა, ხოლო თვეში 600 დოლარზე მეტი მხოლოდ 4%-ს აქვს, დანარჩენები საშუალოდ თვეში 400 დოლარზე ცხოვრობენ.



საშუალო დარიცხული ხელფასი (გადასახადების გადახდამდე) 580 დოლარია. ბევრი საქონელი უფრო იაფია, ვიდრე რუსეთში და უკრაინაში, მაგრამ ფასები სწრაფად იზრდება - ხორცი 2-ჯერ გაძვირდა, ბურღულეული კი 15%-ით, იაფი კვლავ პური და რძის ნაწარმი რჩება.




ლუკაშენკოს რეჟიმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასაყრდენია პენსიონერები, რომლებისთვისაც მისაღები ცხოვრების დონის უზრუნველყოფას სახელმწიფო ყოველთვის ცდილობდა. განსაკუთრებით აქტუალური ეს პროვინციებში იყო, სადაც უმუშევრობის დონე შედარებით მაღალია.



თუმცა, აგვისტოში, წინა თვეებთან შედარებით, პენსიების მსყიდველობითუნარიანობა 3,6%-ით შემცირდა, იმის მიუხედავად, რომ თავად პენსიები გაიზარდა - ამის მიზეზია ფასების ზრდა და ინფლაცია, რომელიც ათწლეულების რეკორდებს ხსნის და წლიურ გამოსახულებაში 9,8%-ს შეადგენს. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აღმოსავლეთ ევროპაში.



თუმცა, არც თავისთავად პენსიაა ძალიან მაღალი და ის 193 დოლარს შეადგენს.



ფასების ზრდასთან ერთად მატულობს უმუშევრობაც - 2021 წლის მანძილზე სამუშაო 507 ათასმა ადამიანმა დაკარგა, ხოლო დასაქმდა - 62 000-ით ნაკლები. ეს სერიოზული კლებაა 9-მილიონიანი ქვეყნისთვის.



ცხოვრების დონის ვარდნის ერთ-ერთი მიზეზი უახლოეს პერიოდში იქნება თვითდასაქმებულებისთვის საგადასახადო შეღავათების გაუქმება - ასეთებად ბელარუსში 600 000 ადამიანი ითვლება და მათ მოუწევთ ან გადასახადის გადახდა, ან საქმიანობის შეწყვეტა.



ბელარუსის ეკონომიკა 2017 წლიდან იზრდებოდა, თუმცა, მოგვიანებით ვარდნა დაიწყო - პანდემიას დაემატა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ლუკაშენკოს მიერ საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებას მოჰყვა.



დღეს სწორედ პოლიტიკური არასტაბილურობაა ყველაზე დიდი წნეხი ბელარუსის ეკონომიკაზე - საუბარი არაა მაინც და მაინც დასავლურ სანქციებზე, რადგანაც ქვეყნის ეკონომიკა ძირითადად რუსეთზეა ორიენტირებული.



მთავარი პრობლემაა ის, რომ რეპრესიების გამო ბელარუსს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და მეწარმეები ტოვებენ - არაოფიციალური მონაცემებით, ქვეყანა უკვე დატოვა მაღალი ტექნოლოგიების სპეციალისტთა 25-30%-მა. და ეს მაშინ, როდესაც ბოლო წლებში სწორედ IT-სექტორი გახდა ბელარუსის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა.



ეს მიგრაცია ქვეყნის ეკონომიკაზე, და შესაბამისად, რიგითი ბელარუსების ცხოვრების დონზე უკვე აისახება.


rosbalt





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up