ბელარუსში ახალი საზენიტო-სარაკეტო პოლკი შეიქმნა, რომელიც ბრესტის ოლქის ქალაქ ლუნინეტში განლაგდება, განცხადება ბალარუსის თავდაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა.
„პოლკის ფორმირებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე სამხედრო ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო და მატერიალური ბაზის შექმნას, პერსონალის განსახლებისთვის კომფორტული ადგილების აღჭურვას, სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების სოციალური დაცვის საკითხებს“, - ნათქვამია ბელარუსის სამხედროების განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ბელარუსის თავდაცვის მინისტრი ვიქტორ ხრენინი ხუთშაბათს ლუნინეტში ახლად შექმნილ სამხედრო ნაწილს ესტუმრება.