2023 წლისთვის ბელარუსული სამრეწველო პროდუქციის რუსეთში ექსპორტის 10%-ით ზრდა იგეგმება. ამის შესახებ განცხადება ბელარუსის მრეწველობის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ხარიტონჩიკმა Беларусь-1-ის ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, ზოგი პროდუქციისთვის რუსული ბაზარი თავისუფლდება და გარდაიქმნება. ამიტომ, ბევრი იწყებს ამ ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად ბრძოლას.
მან აღნიშნა, რომ ბელორუსიასა და რუსეთს შორის ერთიანი სამრეწველო პოლიტიკის შესახებ შეთანხმება იძლევა იურიდიულ საფუძველს მრეწველობის განვითარების მიდგომების ჰარმონიზაციისა და სამრეწველო წარმოების სტიმულირებისთვის.